რამდენიმე დღის წინ გამოცემამ “NME” გაავრცელა ცნობა, რომ პოპულარული ბრიტანული როკ-ჯგუფი “Muse” უახლოეს მომავალში დაიშლება.
ჟურნალის თანამშრომლების მტკიცებით, მუსიკოსებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამ მიზეზის გამო ერთობლივი კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ ინფორმაციამ “Muse”-ს თაყვანისმცემლებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ორი დღის წინ ჯგუფის წარმომადგენლებმა სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.
აღმოჩნდა რომ გამოცემას შეუმოწმებელი ცნობა გაუვრცელებია. ჯგუფის წევრები კვლავ ერთად არიან, ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობა გააჩნიათ და მიმდინარე წლის მაისში მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გამგზავრებას გეგმავენ.
„Muse”-ს ბოლო ალბომი „The 2nd Law” 2012 წლით არის დათარიღებული.