„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, თავისი პოსტი, შესაძლოა, სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვოს - გვამცნობს ESPN.
წყაროს მტკიცებით, კლუბის რამდენიმე დირექტორი კუმანის თამაშის სტილითაა უკმაყოფილო, მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედება „ბარსელონას“ შორსმიმავალ გეგმებს არ ემთხვევა და ქვეყნის ჩემპიონობის შემთხვევაშიც კი, არ არის გამორიცხული, ნიდერლანდელი სპეციალისტი მაინც დაითხოვონ.
შეგახსენებთ, რომ ესპანური პრიმერას მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, პირველობის შანსი ოთხ გუნდს აქვს: „ატლეტიკოს“ – 77 ქულა, „რეალს“ – 75, „ბარსელონას“ -
75 და „სევილიას“ – 71.
თავად კუმანი ამბობს, რომ ახლა მხოლოდ დარჩენილ მატჩებზეა კონცენტრირებული. კონტრაქტი კლუბთან ორი წლით აქვს გაფორმებული და კატალონიაში მომავალ სეზონშიც აპირებს მუშაობას.