2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, მანჩესტერ სიტისა და ლონდონის ჩელსს შორის შესაძლოა თურქეთის დედაქალაქ სტამბოლის ნაცვლად, ლისაბონში ან ლონდონში გაიმართოს.
აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი უცხოური გამოცემები ავრცელებენ. საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც დიდმა ბრიტანეთმა, თურქეთი, კოვიდსაშიშ, წითელ ზონად გამოაცხადა. შესაბამისად, შეხვედრაზე რომელზეც უეფამ გულშემატკივრების 30%-ზე გამონაკლისი დაუშვა, ინგლისელი ქომაგები ვერ გაემგზავრებიან.
ამასთან ფინალისტი გუნდების ფეხბურთელებს თურქეთში გამგზავრების შემდეგ 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, რაც რასაკვირველია მათთვის დისკომფორტია. ბრიტანეთის მთავრობამ და ფინალისტი კლუბების ხელმძღვანელობამ, უეფას უკვე მიმართეს მოთხოვნით, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო სანახაობა ლონდონში, უემბლიზე ან პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ჩატარდეს.
თუმცა, როგორც ირკვევა, უეფას არ სურს მატჩისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა, ისევე როგორც შარშან. მუსტაფა ათათურქის ოლიმპიურ სტადიონს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა ემასპინძლა, თუმცა კოვიდუსაფრთხოების გამო ფინალი ლისაბონში, Estádio da Luz-ზე ჩატარდა. 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, მანჩესტერ სიტისა და ლონდონის ჩელსს შორის, 29 მაისს არის ჩანიშნული. თუ რა იქნება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება, ეს უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.