დუდა სანაძემ სერბეთის საკალათბურთო კლუბ „ბორაცთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ამ გუნდში თებერვალში ჩაირიცხა და ადრიატიკის ლიგაში მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 21 წუთში 11 ქულას, 2 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას შეადგენდა.
საკლუბო დონეზე მას სლოვენიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ყატარის ჩემპიონატში უთამაშია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 2013 წლიდან გამოდის.