3 და 10 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ტესტ-მატჩებს გამართავს. ორივე შეხვედრას ქართველი მორაგბეები სტუმრად ჩაატარებენ და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აფრიკელებს მსოფლიოს თასის ეგიდით არ შეხვდებიან.
ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2003 წლის ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც აფრიკელებმა 46:19 გაიმარჯვეს. დავით დადუნაშვილმა კი საქართველოს ნაკრების ისტორიაში მსოფლიოს თასზე პირველი ლელო დადო.
მსოფლიოს ჩემპიონებთან ორი ტესტ-მატჩის შემდეგ ქართველი მორაგბეები თბილისში დაბრუნდებიან და 17 ივლისს შოტლანდიის ნაკრებს მიიღებენ. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მორაგბეები ტიერ 1-ის ქვეყნის ნაკრებ გუნდებთან ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ ითამაშებენ.