მავნე ორგანიზმებით დაავადებული 5 700 ცალი ყვავილი განადგურებას დაექვემდებარა

მავნე ორგანიზმებით დაავადებული 5 700 ცალი ყვავილი განადგურებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ფარგლებში, კენიის რესპუბლიკიდან 5700 ცალი, სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილი იქნა შემიტანილი. კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ,  დადგინდა, რომ საქონელი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით, ხოლო აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, საკარანტინო მავნე ორგანიზმი - Frankliniella occidentalis გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა.