თად მაკფადენის „ბურგოსმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო

თად მაკფადენის „ბურგოსმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა თად მაკფადენის „ბურგოსმა“ მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გუნდი ფინალში თურქულ „ქარშიაქას“ დაუპირისპირდა და 64:59 იმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში მაკფადენმა პარკეტზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა და 1 პასი მიითვალა. მან 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი „ბურგოსის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ესპანური კლუბის რიგებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.