გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი თამაშის წყალობით, სერენი ბელგიის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა

გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი თამაშის წყალობით, სერენი ბელგიის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა

ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის სერენი ბელგიის იუპიერ ლიგაში ითამაშებს. 103-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სერენმა პირველად მოახერხა ბელგიის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში მოხვედრა, რაშიც გიორგი მიქაუტაძის წვლილი უდიდესია.

გუნდმა ბელგიის პრო ლიგის წლევანდელი სეზონი 52 ქულით მე-2 პოზიციაზე დაასრულა და ცხრილში მხოლოდ, სენტ ჟილუაზს ჩამორჩა. ბელგიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის საგზური კი, გადათამაშებაში, დღეს, ვასლაანდ ბევერენის ანგარიშით: 5-2 დამარცხების შედეგად მოიპოვა.

აქედან ორი უმნიშვნელოვანესი გოლი ჯვაროსნების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა. მიქაუტაძემ თავდაპირველად 22-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და ამით მატჩში წონასწორობა აღადგინა. შემდეგ კი 70-ე წუთზე, როდესაც სერენი 3-2 იგებდა და საკუთარი გოლით სხვაობა უფრო სოლიდური გახადა. აღსანიშნავია, რომ გადათამაშების პირველ შეხვედრაში, რომელიც სერენში გაიმართა საკუთარი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი, სწორედ გიორგი მიქაუტაძე გახდა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

20 წლის ქართველი ტალანტი ფრანგული საფეხბურთო გრანდის, ლიონის აღზრდილია, თუმცა ამჟამად მეცის საკუთრებაა, ხოლო სერენში იჯარის წესით თამაშობს.

ფრანგულ პრესაში გიორგის მეცში დაბრუნებაზე ხშირად იწერება - სწორედ მისი კარგი თამაშიდან გამომდინარე. თუმცა, დაზუსტებით რთული სათქმელია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში ქართველი, ბელგიის იუპიერ ლიგაში თუ საფრანგეთის ლიგა 1-ში.