„Coldplay” საუკეთესოა

„Coldplay” საუკეთესოა

მიმდინარე წლის ზაფხულში დიდ ბრიტანეთში არაერთი მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა რადიოსადგურმა BBC 6 Music-მა საკუთარ მსმენელებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და გასული წლის ბრიტანული ზაფხულის საუკეთესო მუსიკალური ჯგუფი გამოავლინა.

ამ გამოკითხვაში პოპულარულმა ჯგუფმა “Coldplay” იმარჯვა.

მეორე საფეხურზე ჯგუფი “The National” აღმოჩნდა.

მესამეზე კი ტრიო “Muse”.