ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა მადრიდის „რეალმა“ ედენ აზარის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო, ამის შესახებ ABC.es წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, საფეხბურთო კლუბი მზადაა მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველთან გამართოს. ესპანური კლუბი თანახმაა სატრანსფერო თანხამ 50 მილიონი ევრო შეადგინოს, რაც 2019 წელს გადახდილ თანხაზე ორჯერ მცირეა.
აზარის ტრანსფერზე „დაყენების“ გადაწყვეტილება „ჩელსისთან“ „რეალის“ დამარცხების ფაქტს არ უკავშირდება. მატჩის დასრულების შემდეგ ედენ აზარი კარგ განწყობაზე იყო და „ჩელსის“ ფეხბურთელებს ეხუტებოდა, რის შემდეგაც მან პატიება ითხოვა.
აზარი „რეალში“ 2019 წლიდან თამაშობს. მაშინ ტრანსფერის თანხამ 115 მილიონი ევრო შეადგინა. 30 წლის ფეხბურთელმა ტრავმების გამო 50-მდე მატჩი გამოტოვა. მან „რეალის“ შემადგენლობაში სულ 40 მატჩი ითამაშა. მან 4 ბურთი გაიტანა და განახორციელა 8 შედეგიანი გადაცემა.