დღეს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ ახალ სტადიონზე უმასპინძლებს

დღეს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ ახალ სტადიონზე უმასპინძლებს

დღეს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ ახალ სტადიონზე უმასპინძლებს. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებულ არენაზე გამართულ მატჩს გულშემატკივარი პირველად დაესწრება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა 20:15 საათზე დაიწყება.

გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, მასპინძელთა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გუშინ ჩაატარა. ფეხბურთელები ქომაგებს გამარჯვებას ჰპირდებიან.

„14-წლიანი მოლოდინის შემდეგ, სტადიონის გახსნა, სამწუხაროდ, გულშემატკივრების გარეშე მოგვიწია, დარწმუნებული ვარ, ისინი მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. პანდემიის გამო, უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრას სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, მაყურებლის 1/3 დაესწრება. დღევანდელი შეხვედრა თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი, ორივე გუნდი ოქროს მედლების მთავარი კანდიდატები არიან. წარმატებები მინდა ვუსურვო მათ, იმედი მაქვს, საინტერესო და კარგი თამაშის მხილველები გავხდებით. აქვე, მინდა მივულოცო თბილისის „დინამოს“, მათთვის დღევანდელი თამაში საიუბილეოა - მე-1000 მატჩია. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ორივე გუნდს წარმატებულ თამაშს, განსაკუთრებით კი, ჩვენს ბათუმის ,,დინამოს“, - აღნიშნავს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.