ზიდანი

ზიდანი "რეალს" სეზონის ბოლოს დატოვებს

ზინედინ ზიდანი დიდი ალბათობით, ზაფხულში მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. როგორც Goal-ი იტყობინება, მათ ინფორმაცია მადრიდელთა გასახდელიდან დაუდასტურეს.

ფეხბურთელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ფრანგი სეზონის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებს. „ზიზუს“ „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ამას მის არჩევანში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და კონტრაქტს გაწყვეტს.

ზიდანთან ურთიერთობით ფეხბურთელებიც იმედგაცრუებულნი არიან, განსაკუთრებით კი მარსელო და ისკო, რომელთაც ფრანგი ძველებურად აღარ ენდობა და პრაქტიკულად სათამაშო დროს არ აძლევს.

აღსანიშნავია, რომ ზიდანის მომავალს ბოლო პერიოდში ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ, რადგან დიდი შანსია, რომ ზინედინის ყოფილი კლუბი ანდრეა პირლომ დატოვოს და მის შემცვლელად მოიაზრება.