ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა“ პეისერსი „ატლანტა“ ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 7-ქულიანია სხვაობით 133:126 იმარჯვა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14:28 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ ერთიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
„პეისერსიდან“ ყველაზე მეტი ქულა კარის ლევერტმა ჩააგდო, 26 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 31 ქულა, 3 მოხსნა და 12 პასი შესძინა, ხოლო დომანტას საბონისმა 30 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. „ატლანტადან“ კი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 10 პასით ტრეი იანგი გამოირჩა.
„ინდიანა პეისერსს“ 31 მოგების საწინააღმდეგოდ 35 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 მაისს, „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.