ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა. რუსული მედიის ცნობით, ხვიჩამ 18 აპრილს, „ურალთან“ მატჩში მიღებული დაზიანება მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.
business-gazeta-ს ინფორმაციით, არსებობს ალბათობა, რომ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის უახლოეს ტურში ტულას „არსენალთან“ მატჩში ითამაშოს, რომელიც 8 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 23 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. რუსეთის ჩემპიონატის სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და „რუბინი“ ევროთასებზე გასასვლელად იბრძვის.