„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აგენტმა, მარკ კოსიცკემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი კლიენტი მერსისაიდულ კლუბს ჯერ არ დატოვებს.
„ზუსტად გეუბნებით, იურგენი ამ ზაფხულს არსად წავა. რაიმე მოლაპარაკებებზე საუბარიც არ ყოფილა. - ციტირებს კოსიცკეს სიტყვებს Sky Sport Germany.
შეგახსენებთ, რომ კლოპი „ლივერპულში“ 2015 წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან გუნდთან ერთად მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, 33 ტურის შემდეგ 54 ქულით, „ლივერპული“ ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.