ბიზნესს რეგულაციების სიმკაცრე უკვე ძალიან არ მოსწონს. ეს ეკონომიკას ყველა მხრივ აფერეხებს. ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ რიგ საკითხებში რეგულაციებს საქართველო იმაზე მეტად ამკაცრებს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებშია, საიდანაც რეკომენდაციები მოდის. ეს კი ბიზნესზე და ინვესტიოციებზე უარყოფითად მოქმედებს.
„რატომღაც ჩვენთან იღებენ ყველაზე მკაცრ ნორმებს ევროკავშირიდან. ხომ არავის ვეჯიბრბით, ვის უფრო მაგარი რეგულაცია ექნება? იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, როგორ შევქმნათ ბიზნესისთვის თავისუფალი გარემო, რომ შემოვიდეს ინვესტიციები. თუ გვსურს, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, ეს რეგულაციები უნდა შევამსუბუქოთ“, - განაცხდა ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
იგივე მოსაზრებისააა ჰორეკა სექტორიც. რესტორნების და სასტუმროების ასოციაციაში ამბობენ, რომ კოვიდ-რეგულაციების სიმკაცრე ქვეყნის ეკონომიკას ანადგურებს.
„რეგულაციებისას ზომიერება არის უმნიშვნელოვანესი. ზედმეტად სიმკაცრე ბიზნესს სწირავს გაკოტრებისთვის, მოსახლეობას - უმუშევრობისთვის, ბიუჯეტს კი - შემოსავლების კლებისთვის. ამიტომაც ხელისუფალმა უნდა იპოვოს ოქროს შუალედი, ბიზნესს სასუნთქი არ უნდა დაუკეტოს და ხალხის ჯანმრთელობაც უნდა დაიცვას პანდემიის რისკისგან“, - განუცხადეს „რეპორტს“ ასოციაციაში.
ზაფხულის ტურისტული სეზონი ახლოვდება. ამ ფონზე ერთ-ერთი ყველაზე დამაბრკოლებელი საკითხი დახურული სახმელეთო საზღვრები და კომენდანტის საათია. წინა კვირას ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატ მარიამ ქვრივიშვილის ინიციატივას, სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, კონკრეტული არგუმენტებით უპასუხა. მინისტრის განმარტებით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო არის საშიშროება, რომ სასაზღვრო ზოლში საცობები წარმოიქმნას.
ასეთ დამოკიდებულებას არ ეთანხმება კერძო სექტორი და მთავრობას სახმელეთო საზღვრების დროულ გახსნას თხოვს. ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ სახმელეთო საზღვრის გახსნის მიმართულებით ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიდგას, რადგან ქვეყანაში პირველი ტურისტები კი გამოჩნდნენ, მაგრამ ვიზიტორების დიდი წილი მოგზაურობაზე ჯერ მაინც უარს ამბობს. ისენი ის ტურისტები არიან, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში სახმელეთო გზებით შემოდიოდნენ.
როგორც „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, მის მმართველობაში მყოფ ერთ-ერთ სასტუმროში ამ დროისთვის არც ერთი ჯავშანი არ არის. მიზეზად იგი სწორედ სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვას ასახელებს და აღნიშნავს, რომ პანდემიამდე ამ პერიოდისთვის ჯავშნები სრულად შევსებული იყო.
„ჩემს ერთ-ერთ სასტუმროში, ანაკლიაში, ძირითადად სტუმრები ჩამოდიოდნენ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ამ პერიოდში ყოველთვის მქონდა წინასწარი ჯავშნები, რადგან მათ იცოდნენ, რომ საზღვარზე უპრობლემოდ გადმოვიდოდნენ. ახლა ვინაიდან საზღვრები ჩაკეტილია, ისიც არ ვიცით, როდის გაიხსნება და არც პროტოკოლია ცნობილი, რითაც ისინი საზღვარს გადმოკვეთავენ, ეს ადამიანები ჯავშნებს არ აკეთებენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჯავშანი საერთოდ არ მაქვს“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.
საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან ოფიციალურად აღდგა, თუმცა ამ დრომდე ჩაკეტილია სახმელეთო საზღვრები, რასაც კერძო სექტორი რამდენიმე თვეა აპროტესტებს.
ანგარიშგებების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში მოგებაზე გავიდა ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში - 159 963 880 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 174 171 796 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 192 407 093 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 192 874 952 ლარი შეადგინა.
ააააა ჩათლახები ჩათლახები ჩათლახები
ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო
და ესენი საქართველოზე ფიქრობეეენ??
და ეს ის კაციაააა 50 დოლარით ბიზნესი რომ დაიწყოოო?????