„სასულიერო პირების და მრევლის დაპატიმრება რასაც გამოიწვევს ამ ვითარებაში ძნელი გასაგები არ არის“

„სასულიერო პირების და მრევლის დაპატიმრება რასაც გამოიწვევს ამ ვითარებაში ძნელი გასაგები არ არის“

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს იწყება. ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ–მინისტრს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლებს. ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ–მინისტრთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება. არაოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის განხილვის ერთ–ერთი საკითხი დავითგარეჯის საქმე იქნება.

პრემიერ–მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა „მთავარი არხთან“ ერთად მორიგი პროვოკაცია მოაწყო. მელაშვილის დავით გარეჯში გამოჩენას მრევლის უკმაყოფილება მოჰყვა და შეახსენეს, რომ სამშობლოს მოღალატის ადგილი დავითგარეჯში აღარ არის, რაზეც მელაშვილმა უპასუხა, რომ მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დავითგარეჯში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება 126–ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კატეგორიულად მოითხოვს გამოვლინონ ის ადამიანები, რომლებიც, მისი მტკიცებით, თავს დაესხნენ ჟურნალისტს და ივერი მელაშვილს. გვარამია ასევე ითხოვს მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას. გვარამია ასევე მიმართავს სახალხო დამცველს, აშშ–ის და ევროკავშირის საელჩოს.

ინციდენტს არ შესწრებია დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონ ჭიღლაძე, რომელმაც მრევლსა და მელაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გაიგო.

„დღეს დღესასწაულია, გარეჯელი მოწამეების დღეა, ძალიან ბევრი ხალხი იყო. აქედან წასულმა ხალხმა სად რა გააკეთა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, პროვოკატორები მოვიდნენ დღესასწაულის ჩასაშხამებლად! არც კი ვიცოდით, თუ მოსულები იყვნენ. გზაში თუ ვინმეს შეხვდნენ და ვინმემ რამე უთხრა, გაარკვიონ ვინ უთხრა და რატომ უთხრა. ის, რაც ტელევიზიით მოვისმინე, რომ მელაშვილი არის მოღალატე, ნაძირალა და აქ არ უნდა ჩამოვიდეს, ამას მეც ვეთანხმები.

არა მარტო გარეჯში, არამედ მთელ საქართველოში, სადაც გამოჩნდება ეს გაიძვერა და მისი დამცველები, რომლებსაც პროვოკაციის მიზნით დაატარებენ აქეთ–იქეთ, ასეთივე პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველასგან! ნორმალურ ქვეყანაში ესენი ვერც კი უნდა ჩერდებოდნენ, საერთოდ! ეს მოღალატეები, ბოროტების მსახურები!“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას არქიმანდრიტმა ილარიონ ჭიღლაძემ.

რაც შეეხება გვარამიას მიმართვას, დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ თუ მათ რამე აქვთ სათქმელი, მიმართონ ვისაც უნდათ.

„გვარამიამ ვისაც უნდა იმას მიმართოს. გვარამია რა კაციც არის, ვიცით ჩვენ! მელაშვილი რა კაცი არის, ისიც ვიცით! ლომჯარიაც ვიცით ვინ არის! მიმართონ, ვისაც უნდათ. არ მაინტერესებს გვარამია რას იტყვის, მოიქცნენ ისე, როგორც სურთ!“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას არქიმანდრიტმა ილარიონ ჭიღლაძემ.

მელაშვილისა და „მთავარი არხის“ მიზანი რომ პროვოკაციის მოწყობა იყო, ამაში დარწმუნებულია თეოლოგი ლევან აბაშიძე, რომლის განცხადებით, მელაშვილს, რასაკვირველია, ბრალი მოხსნილი არ აქვს, მაგრამ არც დამტკიცებული არ აქვს, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო განაჩენს.

„რაც შეეხება ამ ინციდენტს, ცხადია, რომ ეს ჰგავს პროვოკაციას მელაშვილის მხრიდან. არ ვიცი, ჟურნალისტთან ერთად გარეჯში რა უნდოდა, მით უმეტეს, რომ მელაშვილმა იცის მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. ამიტომ ეთიკურად არ არის გამართლებული მისი გარეჯში ასვლა. მან კარგად იცოდა, რომ შესაძლებელი იყო იქ კონფლიქტი. ჩვენ არ ვიცით რა მოხდა რეალურად. როცა იცის, რომ იქ არიან ბერები, მრევლი და მიდის იმ ტელევიზიასთან ერთად, რომელიც ყოველთვის მის მხარეს იყო (ეს ტელევიზია უაპელაციოდ ამბობდა, რომ ეს არის უდანაშაულო ადამიანი, თან ამას აკეთებდა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე), ამ ტელევიზიასთან ერთად მისვლა ზნეობრივად არ იყო გამართლებული. საერთოდ რა უნდოდათ არ ვიცი!“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან აბაშიძემ.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, პოლიტიკური პროცესის დინამიკას საქართველოში უმეტესწილად მხარეთა ინტერესების წინააღმდეგობა უფრო განაპირობებს, საქართველო კი, უბრალოდ, მათი დაპირისპირების არეალია. ამიტომ, მისი თქმით, ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ „მთავარ არხს“ და ივერი მელაშვილს ციდან რეკა არ შემოესმათ და გარეჯში ამიტომ არ წავიდნენ.

„აზერბაიჯანთან მოლაპარაკება თითქოს პოზიტიურად მიმდინარეობს, ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ჩადის და სასწრაფოდ აფრინეს პროვოკაციის მოსაწყობად - გაგრძელებაც მზად ექნებათ. ისე, ქართველებმა ერთი რამე უნდა გავიგოთ –ესენი ჩვენი მოდგმის უბოროტესი მტრების ინტერესებს წარმოადგენენ. რაც შეეხება ჩხუბის გამო ჩივილს, ესეც პროვოკაციის ნაწილია – სასულიერო პირების და მრევლის დაპატიმრება რასაც გამოიწვევს ამ ვითარებაში ძნელი გასაგები არ არის, თანაც სახალხო დამცველი ჩართეს, ჩაერთვება დეგნანიც, ვინაიდან სამივე ტელევიზია მისი დაცვის ქვეშაა, რაც ნათლად დაგვანახა სანაიას ამაზრზენმა ეპიზოდმა.

გასაგებია, რასაც ემსახურებაოდა მელაშვილის და „მთავარი არხის“ ასვლა გარეჯში. საერთოდ „მთავარი“ რომ პროვოკატორების არხია, ეს ყველასთვის გასაგებია. სიმბოლურია, რომ მელაშვილი, რომელიც დაკავშირებულია ანტისახელმწიფოებრივ–ანტიეროვნულ მოქმედებებთან, რამაც გამოიწვია გარეჯის კრიზისი, ამ სამი ტელევიზიის სახეა! გმირად გამოაცხადეს! რა დამსახურებისთვის გამოაცხადეს გმირად, ესეც ხომ გასაგებია! კლასიკური მოღალატეა, რომელმაც ღია ეთერში განაცხადა, რომ ის არის მოღალატე! ახლოვდება სასამართლო და ცდილობენ მოუწყონ დევნილის იმიჯი. ძალიან მარტივია, როგორ აწყობს პროვოკაციებს „მთავარი არხი“, ეს ახალი არ არის“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

როგორც ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, გირაოს გამოყენებით განთავისუფლებულმა მელაშვილმა შექმნა მორიგი საფრთხე და აჩვენა, რომ მისი თავისუფლება არის საფრთხის შემცველი გამოძიებისთვის.

„შექმნა საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება აზერბაიჯანის მხარესთან. შესაბამისად, ძნელი გასარკვევი არ არის, ვინ არის ეს ხალხი! ესენი არიან ამ ქყეყნის უბოროტესი მტრების წარმომადგენლები, მათგან ფინანსდებიან, მათგან არიან გაწვრთნილი და დატრენინგებული. რა ვერ გაიგო ამ ხალხმა, მართლა, რომ შეჩერებიან გამოშტერებული ამ ტელევიზიებს! მეორე უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებაშიც არიან ამნაირი განწყობის ადამიანები.

ჯერჯერობით არავითარი ინსტრუმენტი არ გვაქვს, რომ ეს გამოვასწოროთ და იმედია, მალე შეიქმნება და მოეთხოვებათ პასუხი იმაზე, რაც ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე. მაშინ არავითარი გირაო არ იქნება სამშობლოს ღალატისთვის! სანაიასთან შელაპარაკებისთვის სამი ბიჭი ციხეში გამოამწყვდიეს და სამშობლოს ღალატში ბრალდებული მელაშვილი გარეთ გამოაგდეს, რომელიც პროვოკაციებს აწყობს. ეს არის სახელმწიფო?! ეს არის ქვეყანა?! ეს არის სასამართლო?! რამეში წერია ეს?! უნდა დააბრუნონ იქ, სადაც მისი ადგილია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

trampi ეს უკვე აღარც საქართველოა და აღარც სახელმწიფო.....(დამოკიდებელს ვინღა ჩივის)
ხოოოდა იმიტომ მინდა ვასაძე, სათქმელს რომ ყველას პირდაპირ ეტყვის
რანაირად შეიძლება ქვეყნის ესე დაბეჩავება და დაგლახავება?? ხო ყველა თავში გვირტყამს და გვირტყამს ,, თან კიდე ხმის ამოღება, სიტყვის თქმაც არ შეიძლება..........
ქვეყნის მტრობა და საქართველოს გაყიდვა დემოკრატია ყოფილა
ქუნემ მასეთი დემოკრატია, ქუნემ, ქუნემ, ქუნემ!!!!

აუუუუუ..... რა ძალიან ტრაკში ვართ , რა ძალაინ.....
და ესააააა.......გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოსოოოოოოო??

ვალიკო .არა, არ მინდა ასეთი ბინოკლი, არაააააააა
ამისთანა ყოფას უბინოკლობა ათასჯერ სჯობია
3 წლის უკან
ნათია ჩხეტიანი თხოვნა მაქვს სამღვდელოებასთან და სასულიერო პირებთან? გადაეცით ანათემას გვარამია და მისი მოდგმა და უკლებლივ ყველა ერის მოღალატე,რომლებისთვისაც ქვეყნის ინტერესებზე მეტად,თავიანთი დამპალი,აყროლებული მუცლის გვრემა აქვთ დაყენებული. ვინც უნდა იყოს,ქალი თუ კაცი,დიდი თუ პატარა,პოზიცია თუ ოპოზიცია, ყველა ერის მოღალატე წყეულიმც იყვნენ ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც მთელ თაობებში.

უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ.ქვეყანა უფსკრულუსკენ მიექანება,საქართველო იცლება ქართველებისგან და ესენი აქ ბალ მასკარადების მოწყობით შუაზე იხევიან. სტალინი და ბერია არ აწყენდა ბაც ხროვას და მის ლეკვებს.
3 წლის უკან