ჟოზე მოურინიო მომავალი სეზონიდან „რომას“ მთავარი მწვრთნელი იქნება

ჟოზე მოურინიო მომავალი სეზონიდან „რომას“ მთავარი მწვრთნელი იქნება

ჟოზე მოურინიო მომავალი სეზონიდან „რომას“ მთავარი მწვრთნელი იქნება. კლუბის ვებგვერდმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე, პაულო ფონსეკა თანამდებობას დატოვებს და მას სწორედ მოურინიო შეცვლის.

მოურინიოსთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გაფორმდება. პორტუგალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი „ტოტენჰემი“ იყო, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე წარმატებული წლები სწორედ იტალიურ ფეხბურთს უკავშირდება - 2009-2010 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ინტერმა“ ტრიპლეტი შეასრულა და ყველა შესაძლოა საკლუბო ტურნირი მოიგო.