89 წლის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, ოლიმპია დუკაკისი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.
მსახიობმა კომედიაში, „მთვარის გავლენის ქვეშ“ შესრულებული როლისთვის 1988 წელს ოსკარი მიიღო. გარდა ფილმებისა, დუკაკისს არაერთი როლი აქვს შესრულებული თეატრის სცენაზეც. ამასთან, იყო სპექტაკლების რეჟისორიც.
ოლიმპია დუკაკისი 1931 წლის 20 ივნისს, მასაჩუსეტსის შტატში, ბერძენი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 1950-იან წლებში საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. სწორედ ამ ქალაქში, ბროდვეის თეატრიდან დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა.