The Hill: ბაიდენის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა

The Hill: ბაიდენის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს შეატყობინა, რომ ახანგრძლივებს გამონაკლისის მოქმედების ვადას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება გაუწიოს. აღნიშნული შეზღუდვა აზერბაიჯანს გასულ წელს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაუწესდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ გამონაკლისი აშშ-ს საშუალებას აძლევს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება გაუწიოს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ ასეთი დახმარება რეგიონში კონფლიქტს უწყობს ხელს.

26 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც გამოცემა The Hill-მა მოიპოვა, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ძირს არ გამოუთხრის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ძალისხმევას.

ენტონი ბლინკენი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ძალისხმევის მხარდასაჭერად არის საჭირო.