ბრიტანელ კაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც McDonald's-ში შეიჭრა, სათამაშო იარაღით იმუქრებოდა და ფულსა და ქათმის ნაგეთსს ითხოვდა, - ამის შესახებ BBC წერს.
22 წლის რუდი ბათენი სწრაფი კვების ობიექტს თავს 8 თებერვალს დაესხა. თვითმხილველების განცხადებით, მას შემდეგ, რაც მას McDonald's-ის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ქათმის ნაგეთსი არ ჰქონდათ, კაცმა აირჩია McMuffin-ი ორმაგი სოსისით, აიღო თანხა სალაროდან - £50 და გაიქცა.
როგორც ირკვევა, შემთხვევის წინა ღამით კაცი რესტორან Miss Millie-შიც შეიჭრა და £200 და შემწვარი ქათამი გაიტაცა.