„საქართველოს პრეზიდენტმა ტერორისტი ციხიდან გამოუშვა, გესმით, ეს რას ნიშნავს?! რას მიტოვებენ, რომ მე ჟორიკა რურუა მოვკლა, თუ რა გავაკეთო?!“

„საქართველოს პრეზიდენტმა ტერორისტი ციხიდან გამოუშვა, გესმით, ეს რას ნიშნავს?! რას მიტოვებენ, რომ მე ჟორიკა რურუა მოვკლა, თუ რა გავაკეთო?!“

სასტიკად მოკლული ძმები თორაძეების და, თამარ თორაძე გიორგი რურუას შეწყალებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„შენი დაბადების დღეა ჩემო საყვარელო! არ ვიცი რატომ, მაგრამ მამას უთქვამს, ეს იქნება ოჯახის იმედი და მოდი იმედო დავარქვათო! ჩემო იმედო! რანაირად ხდება, რომ შენს მკვლელს შენივე დაბადების დღეზე უშვებენ თავისუფლებაზე ისე, რომ არც დასჯილა მაგისთვის რომ მოგკლა!! მაპატიე ჩემო საყვარელო ძმაო, ასეთი უსამართლობის წინაშე უძლურია შენი პატარა და! ქედს ვიხრი შენს და მთელი ოჯახის წინაშე და ვაღიარებ, რომ ლაჩარი ვარ, აქამდე რომ მოვიყვანე ზარალა, რურუა, სულაბერიძე, ტილიკა და სხვა მრავალი (გოგა ზამთარაძე შნირიც გარეთ გდია) და მაინც ჩემო ძვირფასო იმედო, მაქვს შენი იმედი, რომ ამ უსამართლობას ზემოდან დაჰყურებ და უკეთესი გეგმა გაქვს ჩემი გულის გასახარებლად და დედამიწის ამოსასუნთქად! დამეხმარე, გხთოვ! დავასრულოთ ეს ბოროტები ზემოთ ჩამოთვლილი და არჩამოთვლილი“, - წერს თამარ თორაძე სოციალურ ქსელში.

For.ge თამარ თორაძეს ამერიკაში დაუკავშირდა და გიორგი რურუას შეწყალების თემაზე ესაუბრა. როგორც სასტიკად მოკლული ძმები თორაძეების და ჩვენთან საუბარში აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, რომ ჟორიკა რურუა შეიწყალა. ამის გამო თამარ თორაძე პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. ასევე თორაძეების და ჩვენთან საუბარში ექსკლუზიურად ამხელს, რომ ის პოლიტიკაში მოსვლას აპირებს და საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

თამარ თორაძე: ძალიან აღელვებული და ყველანაირად შელახული ვარ. იცით, რა მიკვირს? საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გამოდიოდა და იძახდა, რომ მკვლელ რურუას არ შეიწყალებდა, ახლა რანაირად მოხდა, რომ შეიწყალა? სალომე ზურაბიშვილი უნდა გადამდგარიყო და უნდა ეთქვა, რომ მე ამას ვერ გავაკეთებო და თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. რურუას შეწყალების ამბავი მეც მაშინ გავიგე, როდესაც პრეზიდენტმა ტელევიზიით განაცხადა. სრულიად შოკში ვარ. ეს არის ადამიანის დამცირება, ადამიანის უფლებების შელახვა და ყველანაირად გადავლა. მთელმა საქართველომ იცის, გიორგი (ჟორიკა) რურუა ვინ არის და სალომე ზურაბიშვილმა ჩვენზე კარგად იცის, რას წარმოადგენს რურუა. ეს რა გააკეთა?! თუ ამხელა ზეწოლა ჰქონდა, გადამდგარიყო, ეს არ უნდა გაეკეთებინა. ძალიან ცუდად მოიქცა და უდიდესი ცოდვა დაიდო. ადამიანი ტერორისტია. ოჯახში შემოვარდა და ბავშვების თვალწინ ბიჭები დაცხრილა, მთელი კორპუსი ააწიოკა. საქართველოს პრეზიდენტმა ტერორისტი ციხიდან გამოუშვა, გესმით, ეს რას ნიშნავს?! უბედურების ზღვარია, ამის იქით უბედურება აღარ არსებობს. რაც რურუამ გააკეთა, იმაზე მეტი უბედურება აღარ არსებობს. რას მიტოვებენ, რომ მე ჟორიკა რურუა მოვკლა, თუ რა გავაკეთო?!

თქვენი აღელვება გასაგებია, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების გამო შეიწყალა. ალბათ, გექნებათ ინფორმაცია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ხელშეკრულება დაიდო, სწორედ ამ ხელშეკრულებაში ერთ-ერთი მუხლი რურუას გათავისუფლება იყო...

- მიშელი რურუას არ იცნობს და არ იცის მის მიერ ჩადენილი საქმეები, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა ხომ იცის. მე მესმის რაც მოხდა და ეს არასწორია. ქვეყანას ევროპასთან კავშირი რაში სჭირდება, თუ მკვლელი გარეთ იქნება და ქართველებს დახოცავს?! რუსეთის მისიებს ახორციელებენ და, დიდი ბოდიშის მოხდით, ქართველი რუსეთის უკანალიდან ვერ გამოვიდა.

რამდენჯერმე ახსენეთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას საქმე კარგად იცისო. გქონდათ პრეზიდენტთან საუბარი ან კონკრეტულად დამატებით რა იცის?

- სალომე ზურაბიშვილთან პირადი შეხება არ მქონია. ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, გამოვიდა და თქვა, რომ ის კაცის მკვლელთან დებატებში არ დაჯდებოდა. ანუ, იცის ხომ რურუა ვინც არის. საქართველოს პრეზიდენტმა თუ არ იცის ჟორიკა რურუა ვინ არის, მაშინ პრეზიდენტი არც უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი არანაირად არ უნდა იყოს.

გიორგი რურუა ციხეში იარაღის უკანონო ტარების გამო იჯდა. ცნობილია, რომ თქვენი ოჯახის საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება და ახლა რას აპირებთ?

- აღნიშნულ საქმეზე მე დაკითხული ვარ და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიკითხა. ასე რომ, ჟორიკა რურუა აუცილებლად გააგრძელებს ცხოვრებას ციხეში.

საქმე რა ეტაპზეა?

- არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ, რადგან ვერაფერი გავიგე საქართველოს ვერც მთავრობის, ვერც კანონმდებლობის და ვერც პრეზიდენტის. მხოლოდ ხალხის ხმა მესმის და ხალხის მდგომარეობა მესმის. ეს რა ხდება! ეს ტრაგედიაა. ეს არის უბედურების დასაწყისი. რაც 90-იანებში ხდებოდა, ის ხდება ახლაც, ანუ ახალგაზრდებს აიძულებენ, რომ ერთმანეთი ხოცონ. რას აკეთებენ! რაც შეეხება გამოძიებას, დაიკითხა ხალხი, თუმცა უფრო მეტი უნდა დაკითხულიყო. რატომღაც პასიურობენ - რა გითხრათ აბა. პროკურატურაში „ზარალას“ ძმაკაცები არიან.

კონკრეტულად ვისზე გაქვთ საუბარი?

- თითქმის ყველა. კონკრეტულად არ მინდა დასახელება, რა აზრი აქვს დასახელებას, როცა ვასახელებდი კონკრეტულ სახელებს, რამეს აკეთებდნენ?!

რაც გამოძიება დაიწყო თქვენს მიმართ მუქარები ხომ არ ყოფილა?

- ერთხელ დამირეკეს და დამემუქრნენ, რომ „ზარალა“ არ უნდა მეხსენებინა. ასე მითხრეს, რომ მისთვის 100 ათასი არაფერია და იცოდე გაქრებიო.

და ახლა, როდესაც გიორგი რურუაც თავისუფალია, შესაძლოა, მუქარები განხორციელდეს?

- რა თქმა უნდა, ჩემამდე თუ ვერ მოვლენ, ჩემს ახლობლებამდე მაინც მივლენ. იმ ადამიანებამდე მივლენ, ვისაც რამე დაუწერია, ვისაც რამე უთქვია. რურუა ციხიდან არ ჩერდებოდა და ახლა გაჩერდება?

თქვენს ახლობლებს ემუქრებოდა ციხიდან?

- არა, მაგრამ როდესაც რაღაც ხდებოდა, ყველას მუქარას უგზავნიდა. კრიმინალია, გესმით, მკვლელი, ჩვეულებრივი ტერორისტი, მანიაკია.

გიორგი რურუას თავისუფლების შემდეგ ხომ არ მიმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუნდაც თქვენი დაცვის მიზნით?

- მე ახლა რასაც გავაკეთებ, ეს მალე გახდება ცნობილი. ბრძოლა არ დამისრულებია. ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებ.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ხომ არ გეგმავთ?

- საქართველოს მთავრობასთან ბრძოლას ვაპირებ. საქართველოს მთავრობა აღარ იქნება, აუცილებლად შეიცვლება. არაფერი გაუკეთებიათ, დაგვპირდნენ, რომ ხალხს დაიჭერდნენ და დაჭერილებს უშვებენ. ფულით თამაში რომ მიდის, ამას ვხედავთ. აუცილებლად, ყველას სერიოზულ პასუხს გავცემ. მე ხალხის იმედი მაქვს, მარტო არ ვარ.

პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ აპირებთ?

- ასეც შეიძლება.

ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და როდისთვის აპირებთ, ოქტომბრის არჩევნების დროს, თუ საპარლამენტო არჩევნების დროს?

- ორივესთვის. ყველაზე სერიოზულ გეგმას განვახორციელებ. ჟორიკა რურუა გარეთ ვერ იქნება და კანონი ასეთ დღეში ვერ იქნება. ვიბრძოლებ, ვიდრე ცოცხალი ვარ. მჯერა, რომ ქართველში პატიოსანი სული და ადამიანობა არის. ასე აღარ იქნება, რომ ადამიანების სისხლი სვან.

ამერიკაში ხართ და საქართველოში როდის აპირებთ დაბრუნებას და აქედან ბრძოლის გაგრძელებას?

- ძალიან მალე.

არ გეშინიათ საქართველოში დაბრუნების?

- შიშზე მეტად ჩემს ღირსებაზეა საუბარი. ამდენი წელი დამცირებასა და უსამართლობას ვუძლებ, რომ ეს ადამიანები გარეთ არიან და პოლიტიკაში მოდიან. ყველა ზღაპარი სინამდვილიდან მოდის და აუცილებლად გავიმარჯვებ. ზღაპრებში ხომ კეთილები იმარჯვებენ და ბოროტები მარცხდებიან, ამიტომ ამის მჯერა.

გიორგი რურუასა და „ზარალას“ გარდა სხვა სახელი და გვარებიც შეიძლება რომ ამოტივტივდეს?

- რა თქმა უნდა - ლერი სულაბერიძე, რომელიც ამ საქმეში ნახსენებია. ბევრია ძალიან ნახსენები, ასე გვარების დასახელება, რომ დავიწყო, მთელი კლასი გამოვა.

თქვენი ოჯახის საქმეში დაახლოებით, რამდენი ადამიანია გარეული?

- დაახლოებით 7-8 ადამიანზეა საუბარი.

ვისთან ერთად აპირებთ ბრძოლას?

- ყოველთვის მარტო ვარ.

ახლა რას საქმიანობთ?

- ახლა, დროებით უმუშევარი ვარ. ისე კი სამედიცინო სფეროში ვარ, ექიმის დამხმარე ვარ.

 

Aburjga Tasmanieli ქალბატონო, უნდა შეხვიდეთ საქართველოს პრეზიდენტის მდგომარეობაში - ჯერ ერთი საქართველო ამჟამად დაპყრობილი ქვეყანაა, ტერიტორიები მიტაცებული აქვთ თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს... უდიდესი ნაწილი კი წარმოადგენს აშშ-ს კოლონიას, რომელიც მოსამწყესად მიბარებული აქვს ევროკავშირს. ის პიროვნება გათავისუფლებული იქნა დამპყრობლების (აშშ, ევროკავშირი) უშუალო ბრძანებით! არშესრულების შემთხვევაში მნთელს ერს სულს ამოგხდითო დაუფარავად გვემუქრებოდნენ აშშ და ევროკავშირი! ჰოდა რა ექნა საწყალი საქართველოს საწყალ პრეზიდენტს?! - იძულებული გახდა და შეიწყალა! ასეთია ამ წუთისოფლის დიალექტიკა, დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?!
3 წლის უკან
Katana . მეც ზუსტად ამის სათქელად შემოვედი აქ: დასავლეთმა ხელები გადაუგრიხა საქართველოს ხელისუფლებას და გააკეთებინა ის, რის გაკეთებასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამდენი თვე!..
აი, ეს არის მთელი ჩვენი "სუვერენიტეტი" და დამოუკიდებლობა, რის მოსაპოვებლადაც ამდენი ვიბრძოლეთ და ვიშავდღევეთ!..
დათვს გამოვებრდღვენით პირიდან და მგლის ხახაში ვტუცეთ თავი!
ჰოდა, გვხმარობს ახლა ის მგელი, როგორც უნდა!
მაშინ ის მაინც ვიცოდით, რომ იმ ქვეყნის სრულფასოვანი ნაწილი ვიყავით... იმდენად სრულფასოვანი, რომ მის მართვაშიც ვიღებდით მონაწილეობას და ხანდახან მხოლოდ მისი კი არა, მსოფლიოს ბედსაც წყვეტდა ზოგიერთი ქართველი!..
ახლა კი რომელიმე დასავლელი ლიდერი სადმე ფორუმზე რომ შეხვდება და ხელს ჩამოართმევს ჩვენს რომელიმე ლიდერს, ისე გვიხარია, ერთი კვირა ამ საოცარ ფაქტზე ჟღურტულით გვეძილისპირულება ხოლმე ჩვენი მედია...
ჩვენ არავინ გვკითხავს, რა კანონი მივიღოთ: ჯერ ვენეციის კომისიამ უნდა დატესტოს!
ჩვენი გასარჩევი არ არის, ვინაა დასაჭერი და ვინ - გამოსაშვები, - ამას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები წყვეტენ!.. მერე რა, თუ რომელიმე "პოლიტპატიმარი" სერიული მკვლელია ან ოჯახები ჰყავს ამოწყვეტილი?! ამას რა მნიშვნელობა აქვს!.. მთავრია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი იყოს და მისი დამფინანსებელი! (ვერა ხედავთ, რა ბედნიერია ევროდეპუტატი ანა ფოტიგა რურუას გათავისუფლების გამო?! - ასე ძალიან მგონი, თავისი პოლონეთის გათავისუფლება არ გახარებია!).
ჩვენი საქმეა საერთაშორისო სამხედრო მისიებში ჩვენივე ფულით გავაგზავნოთ ჩვენი ბიჭები და პერიოდულად, რაიმე სახის დისკომფორტი შევუქმნათ დათვს
(ოღონდ, ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს!)... ამ შემთხვევაში თავზე ხელს გადაგვისვამენ, როგორც დამრიგებელი - ფრიადოსან მოსწავლეს, "კიდევ ერთხელ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას", მორიგ სესხს მოგვცემენ და მეათასედ დაგვპირდებიან (მათი რა მიდის!), რომ ოდესმე აუცილებლად მიგვიღებენ ნატოსა და ევროკავშირში!
მეტი რა ქნან?!
3 წლის უკან
trampi რის ტრაკი აააქვთ ამათ რო??
მაგრამ უბედურება ისააა, რომ არჩევნებში ასარჩევიც არავინააა.....(არადა ნეტავ გამოჩნდეს ვინმე!!!!!! )
ისე აბა ვინ ?? (შუა გაკრეფილია....გინდაც გაკრეფილი არ იყოს, ამათი თამადობით ყველა პიდარასტია
აბა ნაცები თუ ხაზარაძე??...ისე ნაცებზე ძაან ხაზარაძე მიშლის უკვე ნერვებს......ეგ ძააან ძააან პატიოსანი ბიზნესმენი...... 50 $-ით რომ დაიწყო ბიზნესი. ისემც ქუნემ მაგის პარტია .....
გურულმა გასასყიდად კლიენტს ერთი გაძვალტყავებულ--გაუბედურებული გოჭი გამოუყვანა და რიხით ეუბნება ------ აირჩიე ბატონო რომელიც გინდაო ...... თითქოს ასარჩევი სხვებიც ყოფილიყო
ზუსტად ისეა ჩვენი საქმე..... ასარჩევიც არავინა გვყავს....
არა ავირჩევთ და ვაი ჩვენი ბრალი ....უკვე დასაჭერ--დასახვრეტთა სიები ნაცებს შედგენილი ააქვთ .
..გგონიათ მერე ეს უფლება დამცველები დემოკრატიას გაიხსენებეენ......................37 წელი მონაგონი იქნება ....გერმნელები ქუჩებში რომ აბლავებს აწყობდნენ, ისე იქნება ზუსტად......
იძახე მერე ესენი უტრაკოები არიანო........
მოკლედ როგორც ნატალიმ დაგვწყევლა, ისეა ჩვენი საქმე ---ჩვენი გადასარჩენები არიან ეს დებილები, ჩვენი


ისე ამ ხელის მოწერებზე, ამათ რაც ევროპელებმა თავზე დაააქაქეს (უფრო სწორად საქართველოს) ყველაზე ძააან მაგან გამაგიჟა ....
შეთანხმებაზე ამათ ხელი ისე მოაწერინეს, როგორც ოროსან მოსწავლეს----ისინი ამათ არც კი არაფერს შეეკითხნენ, ისე გადააკეთ--გადმოაკეთეს ხელშეკრულება ...
ამათ მარტო ერთი პატარა წაიწკმუტუნეს და ..... არის ბატონო, თქვენი სიტყვა კანონიაო .... ეგრევე ხელის მოწერით უპატაკეს
რა სუვენირეტეტი, რის დამოუკიდებლობა????
ზუსტად 30 წელი და ................ ისევ ტრაკში ვართ....ოღონდ რუსის ტრაკისგან განსხვავებით, აქ ნაღდად ,,დემოკრატიის,, სუნია
კიდე.................ის ჩათლახი კუბილიუსია თუ ვიღაც ოხერი.... 2 დრის წინ ის ამბობდა ----- დროა ევროპამ აღშფოთებების ნაცვლად უკვე შარლ მიშელივით მტკიცედ იმოქმედოს ხოლმეო....ანუ დაურტყათ სტოლზე ხელი და მორჩა კინოვო .. რას ვეკითხებით ხოლმე ამათ, ესენი ვინ ჩემი ტიკი--ტომრები არიანო....უნდა ყოველთვის მტკიცედ ვიმოქმედოთ ხოლმეო...
ვერაფერს ვიტყვით მაგარი დამოუკიდებლობა გვაქვს, მაგარი.......
შეკითხვა ...... რა სარგებლობა მოაქვს მამალსო---- იმ სტილში
კი მაგრამ------------------ რა განსხვავება ვის ტრაკში ვიქნებოდით? ეს 30 წელი ყირამალა ამისთვის ვიარეეეთ??????
გამოდის რომ პუტინი მართალი ყოფილა --- თქვენ დამოუკიდებლობა კი არა, თურმე პატრონის შეცვლა გდომებიათ, ეგრე სადაააო??
3 წლის უკან