ორი დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „Glamour” შოუ-ბიზნესში მოღვაწე გასული წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა.
ზედიზედ მეოთხე წელია, ამ საპატიო ტიტულს ამერიკელი მსახიობი რობერტ პატისონი დაეუფლა.
მეორე საფეხურზე პატისონის თანამემამულე კოლეგა ტეილორ ლოტნერი გავიდა.
მესამე პოზიციაზე პოპულარული “ჯეკი-ბეღურა” ანუ ჯონი დეპი აღმოჩნდა.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მსახიობი ზაკ ეფრონი მოხვდნენ.