დღეს ქალაქ მანჩესტერის „ოლდ ტრაფორდის“ სპორტულ სარბიელზე ევროპის ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება.
ადგილობრივი „იუნაიტედი“ პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს „რეალს“ უმასპინძლებს.
ბოლო დღეების განმავლობაში ევროპის წამყვანი საბუკმეიკერო კანტორები ფავორიტად მადრიდის „რეალს“ ასახელებენ.
კონტინენტის წამყვანი ტოტალიზატორებისგან განსხვავებით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ესპანურ ბარიერს უმტკივნეულოდ გაივლიან.
გუშინ სერ ალექს ფერგიუსონმა გამოცემა „Goal.com”-ს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონზე ესპანელებს საფეხბურთო გაკვეთილს ჩაუტარებს.
„ესპანელებთან დაძაბული ორთაბრძოლა გველის. დარწმუნებული გახლავართ, რომ „რეალს“ ორი შეხვედრის ჯამში დავამარცხებთ და ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვიასპარეზებთ.“ - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.