„სამწუხაროდ, მუტირებული ვირუსზე აცრა აღარ მოქმედებს, რომელზეც ჩვენ ამხელა იმედებს ვამყარებთ“

„სამწუხაროდ, მუტირებული ვირუსზე აცრა აღარ მოქმედებს, რომელზეც ჩვენ ამხელა იმედებს ვამყარებთ“

კოვიდ ინფექციამ მუტაცია განიცადა. ეს კი, ნიშნავს, რომ გენური სტრუქტურა შეიცვალა. სამწუხაროდ, მუტირებულ ვირუსზე აცრა აღარ მოქმედებს, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობა ამხელა იმედებს ამყარებს. ამის შესახებ for.ge-ს ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ ექსკლუზიურად განუცხადა. მისივე თქმით, საბედნიეროდ, ჯერ საქართველოს მოსახლეობას მუტირებული კოვიდ ინფექციის საშიშროება არ ემუქრება, თუმცა დასაფიქრებელი მომენტია.

ბატონო ირაკლი ქვეყანაში კოვიდ ინფექციის მესამე ტალღა მძვინვარებს. ჩვენ გვახსოვს, რა ვითარება იყო შემოდგომაზე მეორე ტალღის პერიოდში. რამდენად საშიშია ახლა მესამე ტალღა და რამდენად განსხვავდება მეორე ტალღისგან?

- რაც შეეხება ვირუსის მოქმედებას, ის არ განსხვავდება და მოქმედება იგივენაირად მიმდინარეობს, სიკვდილიანობა დაახლოებით იგივე რიცხვებში მერყეობს. უბრალოდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მესამე ტალღას უფრო მომზადებული შეხვდა, გამოცდილება უფრო მეტია, საწოლების კრიზისი ჯერჯერობით არ არის. კოვიდ რაოდენობა საფიქრალია, მაგრამ იმაზე მეტი არ არის, რომელიც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში სიტუაცია სტაბილური და კონტროლირებადია.

ჯანდაცვის სისტემა რამდენ ხანს გაუძლებს და „დაიჭერს“ ამ ვითარებას?

- ცოტა ძნელია ზუსტ რიცხვებზე საუბარი, მაგრამ თუ გამოჯანმრთელებული 500 ადამიანი იქნება და 1500 შემთხვევა დაფიქსირდება, ადრე თუ გვიან, პრობლემა შეიქმნება. აქ საუბარი ადგილების მომენტზეა. საერთოდ, პანდემიის დასაწყისის დროს ვითარება უფრო მსუბუქად მიდის, იმიტომ რომ მძიმე შემთხვევების რაოდენობა არ არის იმდენი, რადგან ვირუსის პასაჟირების შემთხვევაში ხდება მისი გაძლიერება და უფრო მეტი ტოქსიურობით მიმდინარეობს. შესაბამისად, უნდა მაქსიმალურად უფრო ცუდისკენ ვიყოთ მზად, ვიდრე კარგისკენ. თუ არ შენარჩუნდა ეს რაოდენობა და არ მოემატა, ძალიან კარგია, თუმცა, 1500 შემთხვევაც ბევრია.

თუ არ მოემატა, თუ არ გავრცელდა, „თუ“-ზე ვართ დამოკიდებულები? არის შესაძლებლობა, რომ ამ „თუ“-ს გამო სააღდგომოდ ჩავიკეტოთ?

- თუ ძალიან დიდი ნახტომი იქნა რაოდენობრივი, ალბათ, ჩავიკეტებით. წესით, უნდა ჩაიკეტოს. თუმცა, ამის მომხრე არც მე ვარ, მაგრამ როგორც კი ცოტა ყურადღება მოვადუნეთ, იმ წუთსავე წამოვიდა ახალი შემთხვევები, გაჩნდა ახალი და შიდა კლასტერები. შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებული იქნება „თუ“-ზე. სამწუხაროდ, პირბადეების ტარებამ იკლო, რაც ძალიან ცუდია. ასევე, მეორე მომენტია - არის განმეორებითი შემთხვევები. ასევე, არის ახალი ტიპის ვირუსი. პრაქტიკულად იგივე ვირუსია, მაგრამ მუტირებულია. ამიტომ, ცოტა სიფრთხილეა საჭირო. აცრების აქტიურობა უნდა გაიზარდოს. მესმის, რომ ათასობით ადამიანი აიცრა, მაგრამ ეს საკმარისი არაა, აქტიურობა კიდევ საჭიროა. მოსახლეობის უმრავლესობა „ფაიზერის“ ვაქცინას ენდობა. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს „ფაიზერის“ შემოტანაზე. ვიცი ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ თუ „ფაიზერი“ არ იქნება, არ ავიცრებიო. მთავარი მაინც დისტანცია და პირბადეების ტარებაა. სამწუხაროდ, ვუყურებ, რომ ქუჩაში როდესაც რამდენიმე ადამიანი დგას, პირბადე არ უკეთიათ. ჩვენ მაინც ეპიდმდგომარეობაზე ვართ ჩამოკიდებულნი და არა ანტივირუსულ მკურნალობაზე.

თქვენ თქვით, რომ ვირუსმა მუტირება განიცადა, რას ნიშნავს ეს და თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი განმეორებითი შემთხვევა არის დაფიქსირებული?

 - პაციენტებისგან ვიცი, რომ განმეორებითი შემთხვევები ფიქსირდება. მუტაცია ნიშნავს, გენური სტრუქტურის შეცვლას. სამწუხაროდ, მუტირებული ვირუსზე აცრა აღარ მოქმედებს, რომელზეც ჩვენ ამხელა იმედებს ვამყარებთ. ჯერჯერობით, ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ამიტომ მოსახლეობას ჯერ სანერვიულო არ აქვს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ.

თავისუფალი საწოლები რამდენია და სამედიცინო პერსონალი რამდენად არის მზად იმ დატვირთვას გაუძლოს, როგორიც მეორე ტალღის დროს იყო?

- მრჩეველთა საბჭოს წევრი არ ვარ, ამიტომ ზუსტ რიცხვებზე საუბარი გამიჭირდება, ამიტომ ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი საწოლია თავისუფალი. ყოველ შემთხვევაში არ მსმენია, რომ ადგილები არ არის და პაცენტებს ვერ დააწვენენ. რა თქმა უნდა, თბილისის კლინიკები უფრო გადატვირთულია, ვიდრე რეგიონების. რეალურად, ჯერჯერობით, კრიზისული სიტუაცია არ არის.

არიან ასევე ანტივაქცინისტებიც. რას ეტყვით მათ, რომ პირიქით შემობრუნდნენ?

- ახალგაზრდობაში აქტიურად ვიყავი ჩართული ვაქცინირებასთან, კერძოდ, ბავშვების ვაქცინირებასთან მიმართებაში. ახლა გახდა ძალიან აქტუალური, რადგან ბევრი ადამიანი იცრება. სავალალო ერთი-ორი შემთხვევა, მერწმუნეთ არაფერს ნიშნავს. ჩვეულებრივ ვაქცინასაც იმდენი გართულება შეიძლება ჰქონდეს - ტვინის ანთებით დაწყებული, სხვა სასიცოცხლო დამთგურველი დაავადებით დასრულებული. უბრალოდ, ამაზე არავინ საუბრობდა. ვაქცინა აუცილებელია, ამიტომ დავამარცხეთ სხვადასხვა ინფექცია. უბრალოდ, თითეულ ადამიანს არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს, თუ რომელი ვაქცინით აიცრას. რა თქმა უნდა, არის ვაქცინები, რომელსაც მეტ-ნაკლებად უფრო მეტი უკუჩვენებები აქვს. ეს უკვე ექიმების პრეროგატივაა. თუ პირველადი ჯანდაცვა კარგად იმუშავებს, იმ ადამიანების გამოკვლევა კარგად უნდა მოხდეს, რომლებსაც აცრა ეხებათ. ასე არ უნდა იყოს - გამარჯობა, მოდი აგცრა და 15 წუთში გაუშვა. მარტო ალერგიული რეაქცია არაფერს ნიშნავს. მაგალითად, ჯონსონის ვაქცინა, ჩვენთან არ არის, მაგრამ ამერიკაში გარკვეული პრობლემები შექმნა თრომოემბოლიის სახით. ამიტომ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა მოხდეს და შემდგომ მოხდეს არჩევა იმ ვაქცინისა, რომელზეც პაციენტი თანახმაა. ის, რომ უნდა ავიცრათ, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია - ისეა აუცილებელი, როგორც ჰაერი. მართლაც უცნაური ვირუსია. საერთოდ, არ მახსოვს მსოფლიოში პანდემია გაგრძელებულიყოს.

თქვენ თქვით, რომ კოვიდი უცნაური ვირუსია და ამდენი ხანია მსოფლიო ებრძვის. გვახსოვს იყო ებოლა, რომელიც აფრიკიდან გავრცელდა. თუ იცით ისეთი ვირუსი, რომელიც კოვიდს ჰგავს და რომელიც ასეთი საშიში იყო?

- აუცილებლად, ერთი, რაც უნდა დავიმახსოვოთ ვირუსის დროს, სიცხე არის მთავარი, რადგან ის ებრძვის ვირუსს. რატომ არის, რომ მოხუცებისთვის საშიშია ფილტვების ანთება, რადგან მათ ზოგჯერ ორგანიზმში იმხელა ძალა არ აქვთ, რომ ორგანიზმა ტემპერატურა აუწიოს. 37.5-ზე მეტ ტემპერატურაზე ვირუსი კვდება. ამიტომ არ ვარგა, როდესაც 37 ტემპერატურაზე სიცხის დამწევს აძლევენ ხოლმე.

რაც შეეხება ებოლას, ის სულ სხვა კატეგორიის ვირუსია. სრულიად განსხვავებულ ჯგუფს წარმოადგენს. ის ძირითადად აფრიკის მოსახლეობისთვის არის საშიში. მას ისეთი გადამდებლობა არ აქვს, როგორც კორონას. კოვიდი, ფაქტობრივად, გრიპის ვირუსია. უბრალოდ, მიმდინარეობა აქვს მძიმე.

და მაინც, ამ ყველაფრის ფონზე, გაქვთ ინფორმაცია, რომ ჩავიკეტებით?

- სიმართლე გითხრათ, ეს არავინ იცის. რა თქმა უნდა, უფრო მეტი შანსია, რომ ჩავიკეტოთ, თუ ვირუსის მატება გეოგრაფიულად გაიზრდება. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ხელიუფლება ცდილობს, რომ ჩაკეტვა არ მოხდეს.

petrekupry ან შეთანხმდით ექიმები და ისე ისაუბრეთ, ან გაჩუმდით: ბმული
3 წლის უკან