„ჩატაევი თბილისში ჩამოიყვანეს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმით“

„ჩატაევი თბილისში ჩამოიყვანეს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმით“

სირიიდან უკრაინამდე და შემდეგ მთელს მსოფლიოში – „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის დამფუძნებელი“ სოსო გოგაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ გადარჩენილი საველე მეთაურების მარშრუტს ასახელებს, რომლის განცხადებით, უკრაინა ხდება ახალი (ძველი) პლაცდარმი ტერორისტებისთვის, საიდანაც მთელს მსოფლიოს ექმნება ტერორიზმის საფრთხე, მათ შორის საფრთხე ემუქრება საქართველოსაც. გოგაშვილი საუბრობს მათ კავშირებზე ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმებით. სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ყველა მხარე, მათ შორის სტრატეგიული ქვეყნები უნდა დაფიქრდნენ, ვისთან აწარმოებენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.

for.ge სოსო გაგაშვილს ესაუბრა.

საქართველოში ტერორიზმის საფრთხეზე აკეთებთ მინიშნებას, ასევე ამ საფრთხეებში აქტიური პოლიტიკოსების ჩართულობაზე მინიშნებთ. ბატონო სოსო, როდესაც აცხადებთ, რომ უკრაინა ხდება ახალი (ძველი) პლაცდარმი ტერორისტებისთვის და ამ სქემაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან, ამით რისი თქმა გსურთ - საფრთხე ემუქრება უკრაინას თუ საქართველოც ხდება ტერორისტების სამიზნე?

სოსო გოგაშვილი: რა თქმა უნდა, მხოლოდ უკრაინის საფრთხეზე არ ვსაუბრობ. წლების განმავლობაში უკრაინაში ხდება ამ ჯგუფის დისლოცირება და ამიტომ ვახსენე ახალი და ძველი პლაცდარმი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს დაიწყო 2010 წელს, როდესაც უკრაინაში დაკავებული ახმედ ჩატაევი თბილისში ჩამოიყვანეს გაყალბებული სისხლის სამართლის საქმით.

რას გულისხმობთ?

– ეს იყო მკვლელობის საქმე, რომელიც ვერ გახსნეს. ვანო მერაბიშვილის დავალებით შეკერეს ეს საქმე. რა თქმა უნდა, მერაბიშვილი ამ დონის გადაწყვეტილებას სააკაშვილის გარეშე არ იღებდა. მკვლელობის საქმე შეიკერა იმისთვის, რომ ჩატაევი წამოეყვანათ საქართველოში, თითქოს ჩატაევი იყო მკვლელი და ამოცნობილი ჰყავდათ. შემდეგ თქვეს, რომ შეგვეშალა, ჩატაევი არ ყოფილაო. ეს საქმე „თავზე დაენგრათ“. ამიტომ ჩატაევი გამოვიდა ციხიდან, სხვა გვარზე და სახელზე გაუკეთეს პასპორტი და დაავალეს შეექმნა ტერორისტების ჯგუფი. ამ ტერორისტების ჯგუფში შედიოდა 20–მდე ადამიანი.

რა ჯგუფით იყო დაკომპლექტებული ეს ჯგუფი?

– ესენი იყვნენ არაბები და საქართველოს მოქალაქეები ეთნიკური ქისტები, ჩეჩნები. აქედან ნაწილი გარდაცვლილია, ნაწილზე ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება. ეს ჯგუფი წვრთნებს გადიოდნენ შსს–ს ბაზებზე, ჰქონდათ იარაღი. ტერორისტს დაუმზადეს ოპერატიული პასპორტი და ეს გააკეთა ვანო მერაბიშვილმა.

სახელმწიფომ, ყოფილმა ხელისუფლებამ ტერორისტებს დაუმზადა ოპერატიული პასპორტი?

– დიახ, ასეა. როდესაც ბაჩო ახალაია გახდა შს მინისტრი, შემთხვევით აღმოაჩინა ეს ჯგუფი. მან აღძრა საქმე, იმიტომ, რომ არ იცოდა ამ ჯგუფის შესახებ.

ანუ, რა გამოდის, მერაბიშვილმა ამ საქმიდან განზე გაწია ბაჩო ახალია?

– ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რაშიც ახალაია არ ჰყავდათ საქმის კურსში და პირიქითაც ხდებოდა. ეს ორი პირი ერთმანეთს არ ენდობოდა. ახალაიამ არ იცოდა ამ ჯგუფის შექმნის შესახებ. როდესაც ლაფანყურის საქმე გასკდა და საქართველოს მოქალაქეები ტყვედ აიყვანეს, შემდეგ გათამაშდა ეს სცენა, რომ თითქოს ისინი გადმოდიოდნენ რუსეთიდან. ბაჩო ახალაიამ რომ გაიგო რუსეთიდან გადმოსული იყვნენ ტერორისტები, რა თქმა უნდა, მას ავტომატურად ჩაერთო ინსტიქტი. გასაგებია, რომ მას თავისი წარსული და ცხოვრება აქვს, იხდის კიდევაც სასჯელს ამის გამო, მაგრამ ვერ დააბრალებ იმას, რომ ქვეყანა არ უყვარს. შსს–ს და თავდაცვის ძალებით შევარდნენ ლაფანყურში და იცით, რაც მოხდა.

შემდეგ ისე წარმოაჩინეს, რომ ამ დანაყოფთან, რომელიც 18 კაცისგან შედგებოდა, თითქოს, როგორც მომლაპარაკებელი შეაგზავნეს ჩატაევი. ეს უკვე ცრუ ინფორმაციაა. ჩატაევი არ იყო მომლაპარაკებელი. ის იყო ამ დაჯგუფების ერთ–ერთი ხელმძღვანელი. ამ დაჯგუფებას რამდენიმე ხელმძღვანელი ჰყავდა. ჩატაევი მივიდა იმიტომ, რომ ეთქვა – „ეს საქმე ჩავარდა, ამიტომ ჯობია, ახლა ჩავბარდეთ და რამდენიმე წელში გამოგიშვებენ და ჩვენ ჩვენს გზაზე წავალთ“.

ანუ, ასეთი საუბარი იყო მათ შორის?

– რა თქმა უნდა. დაჯგუფების წევრებმა კი წინააღმდეგობა გასწიეს და ჩატაევს უთხრეს: მთავრობამ შეგვქმნა, მთავრობა გვაფინანსებს და ის ვერ დაულაგებიათ, რომ შს მინისტრთან გაარკვიონ ეს არ მოხდესო!

რეალურად რა მოხდა მაშინ ლაფანყურში?

– ეს ტერორისტული ჯგუფი სააკაშვილს სჭირდებოდა სხვადასხვა მიზნების განსახორციელებლად. მათ შორის არაკანონიერი მოქმედებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების დევნიდან დაწყებული, თუნდაც დადგმული ტერაქტებით დამთავრებული და თქვენ იცით კონკრეტული ფაქტები. როდესაც ხვდებოდნენ, რომ კარგავდნენ ძალა–უფლებას, ძალიან მარტივად დადგამდნენ რაღაცა სცენას, მოიშორებდნენ ოპონენტს და ეს ძალიან კარგი გასაკეთებელი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებსაც მერე ამოხოცავდნენ. ვიღაცას დაბრალდებოდა და ამით პრობლემა მოუგვარდებოდათ. ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები იტყვიან, რომ ასე არ არის, მაგრამ არის რამდენიმე ტომიანი სისხლის სამართლის საქმე.

ძალიან ვრცელი ამბავია და შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო, რომელსაც არანაირი ფორმატი არ ეყოფა. ვსაუბრობ იმ ამბავზე, რომელიც ბევრისთვის ცნობილია და ახალს არაფერს არ ვიძახი. ჩვენ გვაქვს ინფორმაციები და ამას ევროპული გამოცემებიც ავრცელებენ, სადაც მითითებულია ამ სქემის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ, გადარჩენილი საველე მეთაურები თავს იყრიან უკრაინაში და იქ ხდება მათი დისლოცირება.

შემდეგ ისინი იცვლიან საბუთებს, გაიპარსავენ წვერს და ჩაიცმევენ, როგორც ტურისტები, განაწილდებიან სხვადასხვა ქვეყნებში და დაელოდებიან თავიანთ დროს. საფრთხეს მხოლოდ უკრაინას კი არ შეუქმნიან, არამედ მთელ მსოფლიოს. უკრაინული პასპორტები აქვთ და რომელ ქვეყანაში გადავლენ და დაგეგმავენ ტერაქტს, ეს არავინ არ იცის.

ამ პანდემიის პერიოდში, ბევრი სახელმწიფო მოდუნებულია, მაგრამ არიან ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც დღესაც მუშაობენ ამ თემასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში გამოიკვეთა ასეთი რამე – არაერთ წყაროზე და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, უკრაინაში დააკავეს კონკრეტული პირები, რომლებიც ISIS–ის წევრები იყვნენ. მაგალითად, იგივე ალბარა შიშანი, რომელიც გვეგონა, რომ გარდაცვლილი იყო, 2017 წელს ოჯახმა სამძიმრებიც მიიღო პანკისში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2019 წელს ეს პატივცემული სხვა სახელი და გვარით ოჯახთან ერთად ბრძანდებოდა უკრაინაში და ბიზნესს ეწეოდა. შემდეგ მოხდა ამ ადამიანის დაკავება და დღეს საქართველოში იხდის სასჯელს. ძალიან ბევრი ქეისია, რომელიც ადასტურებს, რომ დღეს ეს ხაზი აქტუალურია.

ბატონო სოსო, ეს ხაზი რამდენად საფრთხეა საქართველოს მიმართულებით?

– საფრთხეა ის, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც დღეს უკრაინაში არიან, შექმნეს ტერორისტული დაჯგუფება. ძალიან ბევრი დამთხვევაა - პანკისიდან საომრად წასული ადამიანები, რომლებიც საქართველოში მერაბიშვილისა და სააკაშვილის ტერორისტულ ორგანიზაციაში იყვნენ, წვრთებს გადიოდნენ შსს–ს ბაზაზე, შემდეგ ისინი წავიდნენ ისლამურ სახელმწიფოში, მათი ერთი ჯგუფი დაბრუნდა უკრაინაში და მათი დაკავება მოხდა. მეორე ჯგუფი საქართველოში შემოვიდა და აქ რისი გაკეთება უნდოდათ, ეს კარგად იცით, ჩვენ აღვკვეთეთ ტერორისტული აქტი, ნაწილი დავაკავეთ და ნაწილი გავანადგურეთ.

ადამიანი, რომელმაც შექმნა ტერორისტული დაჯგუფება, ისევ იღწვის ხელისუფლებისკენ, ცდილობს ბოლომდე დაასუსტოს დღევანდელი ხელისუფლება და ისინიც ძალიან წარმატებულად ართმევენ თავს ამ დასუსტებას, მიჰყვებიან ამ დინებას. პროკურატურაში დევს სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ველოდები რეაგირებას, გააკეთონ რეაგირება!

თქვენ რატომ არ მიიყვანეთ ეს საქმე ბოლომდე?

– ამის თქმა კარგად იციან, რატომ შენ არ გააკეთე, რატომ შენ არ მიიყვანე ბოლომდეო. ჰო, მე ვერ მივიყვანე ბოლომდე. მე გამიჭირდა, რადგან შიგნით იმდენი ნაცია, იმდენი ვანოს მეხოტბე და ვანოს მონაა, რომ გამიჭირდა. თუმცა თავიდან არ გამჭირვებია და ბევრი რამ გავაკეთე.

ანუ, საბოტაჟის მსხვერპლი იყავით?

– კი. ის, რაზეც მე ვისაუბრე, არ არის მოგონილი. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დასრულებულია, თავისი მოწმეებით, თავისი გამოკითხვებით, საგამოძიებო ექსპერიმენტებიც კია ჩატარებული, კიდევ 2–3 კაცს გამოკითხავ და დამთავრდა. სააკაშვილს პიჯაკებზე და რაღაცა უფლებამოსილების გადამეტებაზე დასდევენ, როდესაც ხელის გულზე დევს უკანონო შეიარაღებული ფორმირების – ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ქეისი, სადაც მერაბიშვილი და სააკაშვილი არიან მთავარი ფიგურები. აგერ ბურთი და მოედანი, იმოქმედონ. მე, თუ უნიათო ვიყავი და ვერ შევძელი, თვითონ იმოქმედონ, გააკეთონ. მერე მე ავხსნი რატომ ვერ შევძელი და რატომ ვერ გავაკეთე.

თქვენს ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ძალოვანმა უწყებებმა მოახდინონ ამ ადამიანების იდენტიფიცირება, თუ სად არიან ისინი. გამორიცხავთ, რომ ჯგუფი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ნაწილი საქართველოშიც იყოს უკვე?

– არა, არ გამოვრიცხავ.

როდესაც მერაბიშვილი–სააკაშვილის ფაქტორზე საუბრობთ, რატომ გამოვრიცხოთ, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იყვნენ ჩართული?

– ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, 2012 წელს დავუსვამდი წერტილს და შემდეგ სადაც უნდათ, იქ წასულიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, იქ არიან ადამიანები, რომლებიც მართლა გულწრფელი მიმდევრები არიან და არიან მხარდამჭერები. ამავდროულად არიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ახლა შეუერთდნენ ამ ორგანიზაციას და მათაც მოვუწოდებ, კარგად დაინტერესდნენ რა საქმეზეა საუბარი და რაში იყვნენ ჩართული მათი პოლიტიკური ლიდერები. იფიქრონ იმაზე, რაც დღეს ხდება, როგორ ხდება უკრაინიდან დირექტივების მიღება.

პროცესების რადიკალიზაცია, რომელსაც ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმის ერთ–ერთი ნაწილია?

– ნაციონალებს საშუალებას აძლევენ, რომ ეს გააკეთონ. თუ შენ არ მისცემ მას საშუალებას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევ, მაშინ ასეთ რამეს ვერ გაბედავენ, მაგრამ ვერ გაბედავენ კი არა, აგერ, იძახიან, რომ ხელისუფლება უნდა შეიცავლოს და ჩვენ უნდა მოვიდეთო. მე თუ მკითხავთ, ნაციონალები არსად არ წასულან. მთელი საჯარო სამსახურები გადატენილია მათი მიმდევრებით და ამდენი წელია საბოტაჟის რეჟიმშია დღევანდელი ხელისუფლება. ვიღაც–ვიღაცეები თანამდებობაზე დანიშნეს, ზოგმა ინფორმაცია მიუტანა, თავზე ხელი გადაუსვეს და ის ვერ გაითვალისწინეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეხუთე კოლონა. ახლა კი შედეგებს იმკიან.

თქვენ ამბობთ, რომ აწარმოებთ მოკვლევას, მაგრამ ხომ არ შეგხმიანებიათ იგივე უკრაინის შესაბამისი სამსახური?

– ჯერ არავინ არ შემხმიანებია. ჩემთვის ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია, მაგრამ, პირველ რიგში, არის საქართველო, ჯერ საქართველოს პრობლემა მაწუხებს და მერე მაწუხებს უკრაინის პრობლემა. მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესში, რომელშიც ჩართულია ამერიკა და ევროკავშირის ელჩები, დაუდონ ეს კეისი და დამთავრდება ყველაფერი.

საქართველოს ნაწილში სად და რა ნაწილში ხედავთ საფრთხეს იმ ჯგუფიდან, რომელიც სააკაშვილი–მერაბიშვილის მიერ არის შექმნილი და რომელიც დღეს უკრაინაშია?

– ამაზე სპეცსამსახურები უნდა მუშაობდნენ, მაგრამ რაღაც ვერ ვატყობ. მათი არსენალი არის ძალიან ფართო, მათი ფანტაზია არის მრავალფეროვანი. ანუ, ყველანაირი მიმართულებით შეიძლება შეუქმნან პრობლემა ხელისუფლებას და ქვეყანას. მათ შორის დააფინანსონ რადიკალი ისლამისტები, დააფინანსონ ისლამური სახელმწიფოს მიმდევარი ვაჰაბიტები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან არიან ვაჰაბიტები, მაგრამ ყველა არაა ისლამური სახელმწიფოს მიმდევარი. ისინი გმობენ ამ მიმართულებას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან მიმდევრები, იღებენ დაფინანსებას, აწყობენ სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტის პროვოცირებებს.

არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს კრიმინალური აქტი, დაგეგმონ ტერაქტი, რაც მთლიანობაში, ძალას აცლის და ფიტავს ხელისუფლებას. თან ეს ხდება იმ პირობებში, როცა მთელი სახელმწიფო უწყებები გადატენილია ნაციონალების მხარდამჭერებით. შეიძლება ვიღაცამ მოიპოვოს წინმსწრები ინფორმაცია, მაგრამ საერთოდ არ მიაწოდოს ხელმძღვანელობას და ამით პრობლემა შეუქმნან ქვეყანას. ძალიან მძიმე სიტუაციაში არიან. ფაქტობრივად, ვერ ვხედავ გამოსავალს, რომ თავი გაართვან ამ პრობლემებს. ერთადერთი შანსია, რომ საჯარო გახადონ ეს საქმე, მოხდეს ამ ინფორმაციის საერთაშორისო დონეზე გატანა და ინფორმირება, რეალურად, რა ძალასთან გვაქვს საქმე.

გამორიცხავთ, რომ ეს ჯგუფი უკვე იყოს საქართველოში და სწავლობდეს კონკრეტულ ობიექტებს?

– რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება, ვერ გამოვრიცხავ. კონკრეტული ინფორმაცია რომ მქონდეს, რა თქმა უნდა, ძალოვან უწყებებს მივაწვდი ინფორმაციას. მე ვსაუბრობ სქემაზე, რომელიც აქტიურად მუშაობს და ვერავინ გადამარწმუნებს იმაში, რომ სააკაშვილს ნებისმიერი ძალით არ უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება. ვინმე თუ მეტყვის, რომ არ სურს, მაშინ გავჩერდები. ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელია. ამიტომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ასი თვალი, ასი ყური - სპეცსამსახურები უნდა იყვნენ მობილიზებული, უცხოელი კოლეგების დახმარებით მაქსიმალურად უნდა ცვლიდნენ ინფორმაციას. ასევე, აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ უკრაინულ მხარესთან.

თემურ ალასანიას ჩართულობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

– ამ სიტუაციაში ვერ გამოვყოფ ბიძამისის როლს, სააკაშვილი ყველა გადაწყვეტილებაზე რჩევებს სწორედ ბიძამისისგან იღებს. აქტიურად ჰყავს ჩართული ამ სქემაში და ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. ცნობილია მისი დამოკიდებულება ქართველების მიმართ. სქემა, რომელზეც მე ვლაპარაკობ, კარგად აპრობირებულია.

trampi ზუსტად ეგ პერიოდი იყო და ზუსტად მაგ საქმეებზე ჩამოვიდა (პლიუს იარაღით ვაჭრობა, პლიუს ნარკოტრასა) მაშინ საქართველოში ამერიკის ცეერუს უფროსი...(გვარი არ მახსოვს)..
ცეერუს უფროსის ვიზიტი უბრალო საქმე არააა და ძაან, ძაან დიდი რამე რომ არ ყოფილიყო მაშინ აქ ატეხილი, არც ჩამოვიდოდა
ცეერუს უფროსი საქართველოში ვუდფორდი რომ მოკლეს(რუსებმა რომ გაააგორეს) მხოლოდ მაშინ იყო..........
არადა ჰაიჰარაზე ცეერუს უფროსი არასად არ დაფრინავს
სწორედ მაშინ იყო რუსებმა პანკისზე რომ განგაში ატეხეს---- ამერიკა პანკისში რუსეთში შემოსაჭრელად ტერორისტებს ამზადებსო ....(იმათ კიდე როგორც აწყობდათ მიშას ჩათლახობები, სათავისოდ ისე მოთარგმნეს)
იქით იარაღით ვაჭრობ, იქით ნარკო ტრასა, იქით პანკისიო და ........ ჩამოვიდა მაშინ მათი ცეერუს უფროსი (3 დღე იყო აქ)
ისე ამ თემებზე მაშინ ბევრი იწერებოდა(აქაც) დაჟე ჯეფრი სილვერმანის წერილიც იყო, (მგონი პალიტრიდან გადმოღებული)
იარაღზე იყო მაშინ ძაან სასაცილო ამბები..... ამერიკელების ახალთახალი იარაღი(,,ფეჩიდან ახალი გამოსული,,) ჩერეზ ალასანია--- კეზერაშვილი, უგანდის გავლით, ავღანელების ხელში მოხვდა, იმათ კიდევ ბუთქეს და ამერიკელებს ვერტალიოტი ჩამოუგდეს---- გადაირივნენ ამერიკელები, ( აბა რა მოუვიდოდათ?)
მოკლედ მიშას ეგ ჩათლახობები, ნაცებს უნდა მოუყვეთ, ნაცებს(თანაც ტელევიზიიით).................... ესენი აქაურებმა ვიცით...
3 წლის უკან
XALIBI პაპას გაუმარჯოს, პაპას:) კარგ ფორმაში ხარ აი:) მაგრამ, მე ის მიკვირს, აი ამ რესპონდენტის ნაბლადუნებზე როგორ ცდები კომენტის გასაკეთებლად შენი გამოცდილების კაცი?!:) მაგას, ელიავაზე რომ ,,კრასკის" კლიენტები ჰყავდა, ისინი ჰგონია ტერორიზმის ,,დირექტორები":):)
3 წლის უკან
Ninja მდააა.?
3 წლის უკან
Katana . ნაცებს ვერ მოუყვება: გიჟები ხომ არ არიან, თავისი ბნელი საქმეების გამოსამზეურებლად თავისივე არხები დაუთმონ გოგაშვილს! სხვა არხებს კი არც ეგენი უყურებენ, არც მათი მხარდამჭერები, - დაგინებული აქვთ!
შტატებში რომ თითქმის მთელი ქართული დიასპორა ნაცმადიდებელია, ეს "რუსთავი 2"-ის დამსახურებაა მხოლოდ.
ახლა კი ერთის მაგივრად სამი არხიდან იფრქვევა სიცრუისა და სიძულვილის ღვართქაფი და წამლავს საკუთარი მაყურებლის გონებას...
სამწუხაროდ, არც ხელისუფლება იქცევა ისე, კაცმა თქვას - არა, ამათ სიგლახეს ვერ დავიჯერებო!..
და ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
მერამდენედ ვიმეორებ: ამათ ადგილზე რომ ნაცები ყოფილიყვნენ 2012-ში და მაგათი დამნაშავეობის, ნაძირლობისა და არაადამიანობის მამტკიცებელი ამდენი ფაქტი იმათ ჰქონოდათ ხელთ, პირველსავე თვეებში ისე გააშავებდნენ მთელი სოფლიოს თვალში, ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავდა გამოსაქომაგებლად!..
ამათ კი... კოჰაბიტაცია, ჩახუტება და სიყვარულობა შესთავაზეს და მიიღეს, რაც დაიმსახურეს!
ბრალი საქართველოსი, რომ ამათი ძიძგილაობის არენად იქცა, თორემ...
3 წლის უკან
არაგველი641 ამ წერილზე თუ არ გააკეთა მთავრობამ რეაგირება, ჩათვალონ რომ არჩევნებსაც წააგებენ
3 წლის უკან
trampi რეაგირების ტრაკი ამათ აააქვთ რო??
მაგრამ უბედურება ისააა, რომ არჩევნებში ასარჩევიც არავინააა.....(არადა ნეტავ გამოჩნდეს ვინმე!!!!!! )
ისე აბა ვინ ?? (შუა გაკრეფილია....გინდაც გაკრეფილი არ იყოს, ამათი თამადობით ყველა პიდარასტია
აბა ნაცები თუ ხაზარაძე??...ისე ნაცებზე ძაან ხაზარაძე მიშლის უკვე ნერვებს......ეგ ძააან ძააან პატიოსანი ბიზნესმენი...... 50 $-ით რომ დაიწყო ბიზნესი. ისემც ქუნემ მაგის პარტია .....
გურულმა გასასყიდად კლიენტს ერთი გაძვალტყავებულ--გაუბედურებული გოჭი გამოუყვანა და რიხით ეუბნება ------ აირჩიე ბატონო რომელიც გინდაო ...... თითქოს ასარჩევი სხვებიც ყოფილიყო
ზუსტად ისეა ჩვენი საქმე..... ასარჩევიც არავინა გვყავს....
არა ავირჩევთ და ვაი ჩვენი ბრალი ....უკვე დასაჭერ--დასახვრეტთა სიები ნაცებს შედგენილი ააქვთ .
..გგონიათ მერე ეს უფლება დამცველები დემოკრატიას გაიხსენებეენ......................37 წელი მონაგონი იქნება ....გერმნელები ქუჩებში რომ აბლავებს აწყობდნენ, ისე იქნება ზუსტად......
იძახე მერე ესენი უტრაკოები არიანო........
მოკლედ როგორც ნატალიმ დაგვწყევლა, ისეა ჩვენი საქმე ---ჩვენი გადასარჩენები არიან ეს დებილები, ჩვენი


ისე ამ ხელის მოწერებზე, ამათ რაც ევროპელებმა თავზე დაააქაქეს (უფრო სწორად საქართველოს) ყველაზე ძააან მაგან გამაგიჟა ....
შეთანხმებაზე ამათ ხელი ისე მოაწერინეს, როგორც ოროსან მოსწავლეს----ისინი ამათ არც კი არაფერს შეეკითხნენ, ისე გადააკეთ--გადმოაკეთეს ხელშეკრულება ...
ამათ მარტო ერთი პატარა წაიწკმუტუნეს და ..... არის ბატონო, თქვენი სიტყვა კანონიაო .... ეგრევე ხელის მოწერით უპატაკეს
რა სუვენირეტეტი, რის დამოუკიდებლობა????
ზუსტად 30 წელი და ................ ისევ ტრაკში ვართ....ოღონდ რუსის ტრაკისგან განსხვავებით, აქ ნაღდად ,,დემოკრატიის,, სუნია
კიდე.................ის ჩათლახი კუბილიუსია თუ ვიღაც ოხერი.... 2 დრის წინ ის ამბობდა ----- დროა ევროპამ აღშფოთებების ნაცვლად უკვე შარლ მიშელივით მტკიცედ იმოქმედოს ხოლმეო....ანუ დაურტყათ სტოლზე ხელი და მორჩა კინოვო .. რას ვეკითხებით ხოლმე ამათ, ესენი ვინ ჩემი ტიკი--ტომრები არიანო....უნდა ყოველთვის მტკიცედ ვიმოქმედოთ ხოლმეო...
ვერაფერს ვიტყვით მაგარი დამოუკიდებლობა გვაქვს, მაგარი.......
შეკითხვა ...... რა სარგებლობა მოაქვს მამალსო---- იმ სტილში
კი მაგრამ------------------ რა განსხვავება ვის ტრაკში ვიქნებოდით? ეს 30 წელი ყირამალა ამისთვის ვიარეეეთ??????
გამოდის რომ პუტინი მართალი ყოფილა --- თქვენ დამოუკიდებლობა კი არა, თურმე პატრონის შეცვლა გდომებიათ, ეგრე სადაააო??
3 წლის უკან