9 მარტიდან პოპულარული ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" კვლავ გავა ეთერში, თუმცა მაყურებლისთვის საკმაოდ დიდი მოულოდნელობით.
ფილმში ერთ-ერთ მთავარ გმირს, კატოს, მსახიობ ნინო გაჩეჩილაძის ნაცვლად, ლელა მებურიშვილი განასახიერებს. სერიალიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სექსუალური მსახიობის წასვლის მიზეზად დაბალი ჰონორარი სახელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილი საკმაო პოპულარობით სარგებლობს ქართველ მაყურებელში, სოციალურ ქსელებში ნინო გაჩეჩილაძის მხარდამჭერი არაერთი გვერდი გაიხსნა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები სერიალში ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნებას ითხოვენ.
ირკვევა, რომ ლელა მებურიშვილი ერთადერთი ახალი სახე არ იქნება სერიალში. კიდევ რომელ ახალ მსახიობებს ვიხილავთ "ჩემი ცოლის დაქალებში", ამას 9 მარტიდან შევიტყობთ. სერიალი ამიერიდან ყოველ შაბათ-კვირას გავა ეთერში.