ორი წლის წინ, ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფი “Motley Crue” წამყვანი ვოკალისტის გარეშე დარჩა. ვინს ნილმა ჯგუფი ოფიციალურად დატოვა.
რამდენიმე დღის წინ მუსიკალურმა გამოცემამ „Rolling Stone” საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა.
მიმდინარე წლის 6-10 აგვისტოს, ლოს-ანჯელესის “Hard Rock Hotel”-ში “Motley Crue” რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს. ამ ღონისძიებებისთვის ვინს ნილი ჯგუფს დროებით დაუბრუნდება.
საინტერესოა რომ ვინს ნილმა ჯგუფი ერთხელ, ჯერ კიდევ 1992 წელს დატოვა, მაგრამ 1997 წელს უკან დაბრუნდა. მეორეს ანალოგიური საქციელი 2011 წელს ჩაიდინა, მაგრამ 2013 წლის აგვისტოში კვლავ სცენაზე მოგვევლინება.
ჯგუფი “Motley Crue” 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში იყვნენ ბას-გიტარისტი ნიკი სიქსი, მედოლე ტომი ლი, გიტარისტი მიკ მარსი და ვოკალისტი ვინს ნილი.
ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს ცხრა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. პირველი “Too Fast For Love” 1981 წელს გამოვიდა, ჯერჯერობით უკანასკნელმა “The Saints of Los Angeles” დღის სინათლე 2008 წელს იხილა.
ჯგუფს არსებობის პერიოდში 80 მილიონი დისკი აქვს გაყიდული.