„Radiohead”-ის ახალი პროექტი

„Radiohead”-ის ახალი პროექტი

რამდენიმე დღის წინ, გამოცემამ “Rolling Stone“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი სტივ რაიჰი პოპულარული ჯგუფი “Radiohead”-ის შემოქმედებით დაინტერესდა.

კომპოზიტორი უახლოეს მომავალში ბრიტანული ჯგუფის რამდენიმე კომპოზიციის მოტივებზე ახალი სიმფონიის შექმნას აპირებს.

სტივ რაიჰი“Radiohead”-ის შემდეგი ორი კომპოზიციით დაინტერესდა: 2000 წელს გამოცემულ ალბომში “Kid A” შესული “Everything In Its Right Place”-ითა და 2007 წელს გამოქვეყნებულ ნამუშევარში “In Rainbows” განთავსებული “Jigsaw Falling Into Place”-ით.

ახალი სიმფონიის პრემიერა მიმდინარე წლის წლის 11 ივნისშია დაგეგმილი.

ამ კონცერტში მონაწილეობას, ლონდონის “London Sinfonietta”-ს სიმფონიური ორკესტრის 13 მუსიკოსიც მიიღებს.