ლევან ნიკოლეიშვილი: თუ დასავლელ პარტნიორებს უარს ეუბნები, მით უმეტეს უარი უნდა უთხრა „ქართული ოცნების“ და პარლამენტში შესული ოპოზიციის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ დასავლელ პარტნიორებს უარს ეუბნები, მით უმეტეს უარი უნდა უთხრა „ქართული ოცნების“ და პარლამენტში შესული ოპოზიციის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მიშამ ისეთი ბინძური ტრიუკი ჩაუტარა ნიკანორ მელიას, რომ ადამიანურად მეცოდება, მებრალება ასეთი მდგომარეობისთვის. ბოლომდე მიაწექიო უკიჟინებდა და უცებ პოზიცია შეცვალა, მოუწოდა ნაცებს ხელი მოვაწეროთო. მიშას მხრიდან მელიას გაფარჩაკებას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. როდესაც ნიკანორი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, მან დაიწყო დამოუკიდებელი თამაში, რამაც ისე გააღიზიანა სააკაშვილი, რომ ცხადი იყო, არ აპატიებდა მისი ხელიდან დასხლტომას და სადავეების მართვას. ახლა ნიკანორ მელია იმდენად გამოუვალ მდგომარეობაშია, რომ გადაწყვეტილებებს უკვე ინსტიქტურად იღებს. ამის მაგალითია ევროკავშირის გირაოზე უარის თქმა. ლოგიკურად, თუ დასავლელ პარტნიორებს უარს ეუბნები, მით უმეტეს უარი უნდა უთხრა „ქართული ოცნების“ და პარლამენტში შესული ოპოზიციის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს და მათ მიერ დანაშაულის პატიებას. ჰოდა იჯექი ნიკა, იჯექი და იფიქრე, რომ მომავალში ისეთ ხალხთან აღარ დაიჭირო საქმე, ასეთ დღეში რო ჩაგაგდებენ და პოლიტიკურად გაგანულებენ".