გუშინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის “რეალის“ კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა ტრავმა უკვე მოირჩინა და ხვალ, ევროპის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ კარს“ დაიცავს.
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ პირველი დაპირისპირება ორი კვირის წინ, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართა. ის შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
„Marca”-ს ჟურნალისტების მტკიცებიღ, კასილიასმა მძიმე ტრავმა უკვე მოიშუშა და ბოლო კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად აქტიურად ვარჯიშობს.
კასილიასს ხელზე თაბაშირი ედო და საკმაოდ დიდი დრო გაუცდა. უკანასკნელ დღეებში, ესპანელი ბურთთან ერთად ვარჯიშობდა და ჩვეული სპორტული ფორმა აღიდგინა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეკარეს სათამაშო პრაქტიკა აკლდა. ამის მიუხედავად ბატონი ჟოზე მოურინიო ხვალინდელ მატჩში კასილიასის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას მაინც აპირებს.