ვლადიმერ ბოჟაძე: ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი

ვლადიმერ ბოჟაძე: ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი

ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გაქცეული პრეზიდენტი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, ევროკავშირის, ამერიკის, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ ბრძოლაში და გუშინ კიდევ ერთხელ ღიად დადასტურდა მათი რუსული თამაში. ახლა ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი“, - წერს ბოჟაძე.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.