ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელს პირადად გადავუხადე მადლობა ძალისხმევისთვის, რომელიც მან შეთანხმების ხელმოწერისთვის გასწია

ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელს პირადად გადავუხადე მადლობა ძალისხმევისთვის, რომელიც მან შეთანხმების ხელმოწერისთვის გასწია

ბრიუსელში, ირაკლი კობახიძისა და შარლ მიშელის შეხვედრა დასრულდა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მეგობრული შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. შარლ მიშელს პირადად გადავუხადე მადლობა ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის.

მიგვაჩნია, რომ ეს არის არა „ქართული ოცნების“ ან პარტნიორების, არამედ ეს არის საქართველოს გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი „გირჩმა“ მოაწერა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს „ლელოც“ მოაწერს. შეთანხმების ხელმოწერის შესახებ „ქართულ ოცნებაშიც“ განაცხადეს. ევროპელი მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ ჯაფარიძეც მოაწერს.

amo არავინ უხსნის მოქალაქეებს (საუბარია ნამახვანჰესზე), რა ხდება. არავითარი სტრატეგია საამისოდ მთავრობას არა აქვს. ასევე ვერ ვხედავთ, რომ ზომებს იღებდნენ უცხო ქვეყნიდან მართული კამპანიების საწინააღმდეგოდ, რაც ასევე დიდი შეცდომაა”, - დასძენს თვალჭრელიძე.
გეტყვით, რაც ვიცი და რასაც პირადად შევესწარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებისას. იმჟამად სხვადასხვა დონეზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით გაერთიანებულ სამეფოსთან და ამ პროცესში მოხდა თითქოს ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის იდენტიფიცირება, რომლებსაც ბრიტანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, არაპირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებოდნენ და პროექტის საწინააღმდეგო კამპანიისთვის 20 მილიონ დოლარს იღებდნენ”, - განმარტავს სანდრო თვალჭრელიძე.
4 წლის უკან
amo ამას ვინ მიხედავს? მიშელი? საქმეს მიხედეთ, საქმეს!
4 წლის უკან