გიგა ბოკერია: ჩვენს პარტნიორებს რომ უფრო მყარი პოზიცია ჰქონოდათ, ახლა მოლაპარაკებების სხვა ფაზაში ვიქნებოდით

გიგა ბოკერია: ჩვენს პარტნიორებს რომ უფრო მყარი პოზიცია ჰქონოდათ, ახლა მოლაპარაკებების სხვა ფაზაში ვიქნებოდით

სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დადასტურება იმ პრობლემის, რომელზეც „ევროპული საქართველო“, ამ შეთანხმების კონტექსტშიც, ვსაუბრობთ. პირდაპირი ვაჭრობის შემოთავაზებაა პოლიტიკური პატიმრებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

„ჩვენს პარტნიორებს რომ უფრო მყარი პოზიცია ჰქონოდათ, ახლა ვიქნებოდით მოლაპარაკებების სხვა ფაზაში. თუ ყველას უდნა მოაწეროს ხელი და მათ შორის ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ მათ ხელს ვერ და არ შეუშლის. მაგრამ დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ ეს იყო შეცდომა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

​საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიწყალებს გიორგი რურუას.