დავით ქართველიშვილი: კარგად იციან, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შედიან, პასუხს ვერ გასცემენ მათ გაქცეულ ბელადს და რადიკალებს

დავით ქართველიშვილი: კარგად იციან, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შედიან, პასუხს ვერ გასცემენ მათ გაქცეულ ბელადს და რადიკალებს

ასეთი უმძიმესი ტესტის წინაშე „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილა - პრეზიდენტის განცხადებამ მათ საბოლოოდ მოუჭრა ყველა გზა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რამდენი ხანია გაიძახიან, რომ მათ სჭირდებათ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა და რურუას და მელიას გათავისუფლება. როცა საქმე საქმეზე მიდგა და „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის მხარდაჭერით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, მარგინალები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. დაეთანხმებიან მიშელის დოკუმენტს და თავადაც კარგად იციან, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შედიან, პასუხს ვერ გასცემენ მათ გაქცეულ ბელადს და რადიკალებს... არ დაეთანხმებიან და სწორედ მათ კისერზე იქნება ჟორიკა რურუას ციხეში ჩატოვება. მალე გამოჩნდება, რა ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა პარტიამ, ისიც მალე გამოჩნდება, რომ მიშას არც რურუა ადარდებს, არც მელია, მას ადარდებს ერთი რამ - ძალაუფლება, რომელსაც ვერასოდეს ვეღარ მიიტაცებს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი „გირჩმა“ მოაწერა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს „ლელოც“ მოაწერს. შეთანხმების ხელმოწერის შესახებ „ქართულ ოცნებაშიც“ განაცხადეს. ევროპელი მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ ჯაფარიძეც მოაწერს.

Ninja ღმერთმა გისმინოს.
4 წლის უკან