არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრებზე რა შემოგვთავაზა მედიატორმა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრებზე რა შემოგვთავაზა მედიატორმა

ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხთან მიმართებით რა იყო მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება. შემოთავაზებული სახით, ჩვენ ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ნიკა მელიას, მკაფიოდ განიმარტა ეს საკითხი, რომ გირაოსთვის საჭირო თანხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, პროკურატურა მზად არის, შეუცვალოს პატიმრობის ღონისძიება, ხოლო პარლამენტი ასევე იმსჯელებს და უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა.