ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ. ავტორიტეტული ვებ-გვერდის, Football Italia-ს ცნობით, 39 წლის ფეხბურთელი 2018 წლიდან ცნობილი საბუკმეიკერო კომპანიის, Bethard-ის 10-პროცენტიან წილს ფლობს, რაც ფიფასა და უეფას წესდებით, მოქმედ მოთამაშეს კატეგორიულად ეკრძალება.

რეგლამენტის დარღვევის გამო, „მილანისა“ და შვედეთის ნაკრების ფორვარდს, ჯარიმის სახით, 100 ათასი ევროს გადახდის გარდა, 3-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

კომპანია Bethard-მა შვედეთის ნაკრების თამაშებზე საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ გუნდებთან ფსონები მიიღო, მაშინ როდესაც იბრაჰიმოვიჩი მოედანზე იყო და თამაშობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შვედეთის ფეხბურთის ფედერაციაში წლების განმავლობაში იციან, ფიფასა და უეფაში კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.