სამივე მაჟორიტარი 5-6 პროცენტით უსწრებს პარტიის ხმებს. ასევე, ყველა კვლევა ადასტურებს გიორგი გახარიას რეიტინგს და არა მხოლოდ გიორგი გახარიას რეიტინგს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
„არც არავინ უარყოფს, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ განაპირობა რა თქმა უნდა გარკვეულწილად რეიტინგი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად განპირობებულია „ქართული ოცნების“ მიერ“, - განაცხადა მოწერელიამ.
14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა.