ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.
რომანოს მტკიცებით, ბრაზილიელის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ პარიზული კლუბი მალე გამოაცხადებს.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ნეიმარი ბონუსად სოლიდურ თანხას მიიღებს.
კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ ჰელაიფი კონტრაქტის გახანგრძლივებას 22 წლის ფორვარდთან, კილიან მბაპესთანაც ცდილობს, თუმცა მბაპეს შემთხვევაში საქმე შედარებით რთულადაა. ფრანგს პარიზული გუნდიდან წასვლა და რომელიმე ევროპულ გრანდში თამაში სურს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მბაპესთვის ბრძოლაში ფავორიტი მადრიდის „რეალია“.