ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯო კოულმა კარიერა 39 წლის ასაკში განაახლა

ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯო კოულმა კარიერა 39 წლის ასაკში განაახლა

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯო კოულმა კარიერა 39 წლის ასაკში განაახლა. ის ინგლისის მეთერთმეტე დივიზიონის კლუბ „ბელსტონში“ ჩაირიცხა და ახალ გუნდს „ჰერფილდ იუნაიტედთან“ 2:1 გამარჯვებაში დაეხმარა.

კარიერის განმავლობაში კოულს „ვესტ ჰემში“, „ჩელსიში“, „ლივერპულში“, „ლილში“, „ასტონ ვილაში“, „ქოვენთრისა“ და „ტამპა ბეიში“ უთამაშია.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი 2001-2010 წლებში გამართულ 56 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 10 გოლია. ჯო კოულმა 3-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი, თითოჯერ კი ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო.