The Rolling Stones-ის ფრონტმენტმა, სერ მიკ ჯაგერმა და Foo Fighters-ის ლიდერმა, დეივ გროლმა ლოკდაუნის შესახებ სიმღერა Eazy Sleazy გამოუშვეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სიმღერა ჯაგერმა დაწერა, შემდეგ კი მისი გროლთან ერთად ჩაწერა გადაწყვიტა.
„ეს სიმღერა ლოკდაუნიდან გამოსვლის შესახებ, ასე საჭირო ოპტიმიზმით დავწერე. მადლობა დეივ გროლს დასარტყამ ინსტრუმენტზე, ბასსა და გიტარაზე რომ დაუკრა. მასთან მუშაობა ძალიან სახალისო იყო. იმედია Eazy Sleazy მოგეწონებათ“, - განაცხადა ჯაგერმა.
გროლმა კი აღნიშნა, რომ ჯაგერთან მუშაობა მისთვის ახდენილ ოცნებაზე მეტია.
„რთულია სიტყვებით აღვწერო რას ნიშნავს ჩემთვის სერ მიკთან ერთად სიმღერის ჩაწერა. ეს ოცნების ახდენაზე მეტია. ეს უდავოდ ზაფხულის სიმღერაა“, - განაცხადა გროლმა .