დავით მათიკაშვილი: ოპოზიციისგან რაციონალურ წინადადებებს ველოდებით

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციისგან რაციონალურ წინადადებებს ველოდებით

მოლაპარაკების კარი „ქართული ოცნების“ მხრიდან ღიაა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ რაციონალური წინადადებებისთვის, რომელიც რეალურად ოპოზიციამ უნდა გააჟღეროს. „ქართული ოცნებიდან“კომპრომისული ნაბიჯები უკვე გადაიდგა“, - აცხადებს მათიკაშვილი.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.