ამირან სალუქვაძე: ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით

ამირან სალუქვაძე: ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით

ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ ჰესთან და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქ მდგომი და სახლში მჯდომი ადამიანები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: ვისაც სურს მოსმენა და გარკვევა, და ვის - არა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სეისმომდგრადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არ შეიძლება არ აწუხებდეთ მოქალაქეებს. „არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა ეჭვი ეპარებოდეს ჰესის ტექნიკურ უსაფრთხოებაში და მან თქვას, რომ ეს ჰესი უნდა აშენდეს. კითხვები, რომლებიც თავიდან იყო, აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი იყო. ხელშეკრულების პირობები, სეისმოუსაფრთხოება, ეკოლოგიური უსაფრთხოება, მიკროკლიმატი და ა.შ. - ეს კითხვები ყველას აქვს, მათ შორის მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, და ამ კითხვებზე უნდა მივიღოთ პასუხები. სიღრმისეულად შევისწავლე დოკუმენტები, მათ შორის 200-გვერდიანი ხელშეკრულებები, მაგრამ ამ დეტალებში არ შევალ. ხელისუფლებამ და კომპანიამ უნდა გაიგონ, რომ საუბარი არ უნდა იყოს მხოლოდ იქ მყოფ ადამიანებთან. ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ ჰესთან და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქ მდგომი და სახლში მჯდომი ადამიანები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: ვისაც სურს მოსმენა და გარკვევა, და ვის - არა. როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ მშენებლობა უნდა შეჩერდეს, დიალოგში არ შევალთ, არც კვლევები გვაინტერესებს, ალბათ რიგში უნდა ჩადგნენ, მაგრამ დანარჩენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს ყველა კითხვაზე პასუხი“, - განაცხადა სალუქვაძემ.