გიგა ბოკერია: IRI-ის ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო

გიგა ბოკერია: IRI-ის ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია არაკომპეტენტურს უწოდებს IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, რომლის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული დასკვნა იყო ეგ კონკრეტული დასკვნა. IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგაც დასკვნა, იმ გუნდის მიერ, ვინც ადგილზე იყო. ზედაპირული და არაკომპეტენტური არის დასკვნის ეგ ნაწილი. ეს ხდება ხოლმე. IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგ იმ ხალხის მხრიდან, ვინც აკვირდებოდა პროცესს, ძალიან კრიტიკული დასკვნა, ამის შემდეგ რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ჩემი აზრით, არის მცდარი მაგ ნაწილში“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.