შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილები აქვს. თუმცა, ის ამავე დროს არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც მის გვერდით იყო 20 ივნისს და მონაწილეობას იღებდა იმ ძალადობრივ აქტში, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან ნიკა მელიას განცხადებას.

მისი თქმით, ნიკა მელია და "ნაციონალური მოძრაობა" ამ პოზიციით,20 ივნისის საქმეზე სხვა ბრალდებულებს წირავენ.

"მედიატორის მხრიდან ეს შემოთავაზება ამნისტიის გამოცხადების შესახებ, ყველას შეეხება ვინც 20 ივნისთან დაკავშირებით ბრალდებულია. საინტერესოა, რომ ნიკა მელია და "ნაციონალური მოძრაობა" თავგანწირვის თამაშს თამაშობს და ამით სხვებს წირავს, რომლებიც მათთან ერთად არიან ბრალდებული,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება მისსავე ხელშია.

"ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა- არყოფნის საკითხი თუკი მათთვის გადამწყვეტია, ეს გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიას ხელშია. საკითხი არის უმარტივესად, პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, იმ შემთხვევაში თუკი ნიკა მელია თანხმობას განაცხადებს სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევასა და გირაოს გადახდაზე, პროკურატურა მზად არის სასამართლოს მიმართოს აღკვეთის ღინისძიების შეცვლით,"- განაცხადა პაპუაშვილმა.