არჩილ თალაკვაძე: ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია

არჩილ თალაკვაძე: ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია.

ქართული ენის სამივე ანბანი - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული - კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. მსოფლიო დამწერლობათა შორის, ქართულ ანბანს გამორჩეული ადგილი უკავია თავისი უნიკალური, დახვეწილი, რიტმული გრაფიკული სტილითა და ჟღერადობით.

ჩვენი წინაპრების თავდადებამ, მათ შორის, 1978 წელს საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანმა ძალისხმევამ, დღემდე შემოგვინახა ეს საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება”.