გიგა ბოკერია: ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ვადამდელი არჩევნების, რურუას გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება

გიგა ბოკერია: ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ვადამდელი არჩევნების, რურუას გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლება ოპოზიციის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე შეთანხმების საწინდარი ვერ გახდება. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნული ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს.

„ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ამის შედეგად, ვადამდელი არჩევნების, რურუას გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის გაჩერების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება. ამიტომ, ჩვენი ამოცანა იგივე რჩება - მელიას, რურუას გათავისუფლება, ყველა ის პუნქტი, რომლიც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშია მოცემული (უნდა დაკმაყოფილდეს). ამ ყველაფერის შესრულება არის აუცილებელი, იმისთვის რომ დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა“, - განაცხადა ბოკერიამ.

სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

amo ჩაიგდე არა სადავეები ხელში. ქვეყნის დასაქცევად ხარ გაჩენილი.
3 წლის უკან
trampi მერე , ვისი ბრალია სადავეები რომ ხელში ისევ მაგას(მაგათ --ნაცებს) ააქვს??????
იმიტომაც ვლანძღავ 24 სააათი ბიძოს .......................ისევ თავსატეხი რომ გავიხადა საქმე.
ფაქტიურად ხელისუფლებაში ისევ ეგენი არიან .....პარადს ისევ ეგენი ატარებენ

ოსს ჰკითხეს ღვინო გინდა თუ არაყიო ....იმან კიდევ პივაცაო ....................... ე.ი. ღვინოც, არაყიც და ზედ კიდევ პივაცო.............. ნაგლი ოსი
ესეც ზუსტად ესე ამბობს ------მელია და რურუაც უნდა გამოუშვათ და თან ზედ აუცილებლად ვადამდელი არჩევნებიც უნდა დააყოლოთო(ჩააატაროთო)
შერიგებული მტერი... მტერზედაც ბევჯერ მტერიაო ....სკოლაში ეს მარტო მე მასწავლეეს და ..ბიძოს არააა??/
ესეა..... ჭიანჭველა ფეხზე დაისვი თავზე აგაცოცდებაო ...........

წყევლააა .................. საინტერესო დროში გეცხოვროსო ....................... ამოვიდა ამდენი საინტერესო დროში ცხოვრება ..უინტერესო,, წყნარ, პერიოდში ცხოვრება მომენატრა.............. დავიღალე მთელი ცხოვრება ამ დროშების ფრიალით
აქ ადრე ნატალიმ დაგვთარსა ....ესენი(ოცნება) ჩვენი გადასარჩენები იქნებიანო.....
ამათ დედაც ................. ამათ გადარჩენაზე აღარა ვფიქრობ, ესენი წყალსაც წაუღია, ღირსებიც არიან,.... თავები გვაქვს ისევ გადასარჩენი.... თუ არადა მოვიდა ისევ მართლა ბუა....
3 წლის უკან