არჩილ ჩხარტიშვილი: რუსეთს შენი ენერგოდამოუკიდებლობა არ უნდა, და აამოქმედებს ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდება, პირდაპირი აგენტურიდან დაწყებული,

არჩილ ჩხარტიშვილი: რუსეთს შენი ენერგოდამოუკიდებლობა არ უნდა, და აამოქმედებს ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდება, პირდაპირი აგენტურიდან დაწყებული, "სასარგებლო იდიოტებით" დამთავრებული

ფეისბუქ-მომხმარებელი არჩილ ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"აი, რა შედეგი მოიტანა შევარდნაძის პოლიტიკამ - მთელი აქცენტი შსს-ზე რომ ჰქონდა გაკეთებული. რაზეა ლაპარაკი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიციას და ჩემი პატივისცემა ყველა პატიოსან პოლიციელს, რიგითიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული.

მაგრამ არსებობს სფეროები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ უშიშროების კომპეტენციას განეკუთვნება და თუ ეს სტრუქტურა მოიკოჭლებს, სახელმწიფოს დედა აღარ ჰყავს. ეს ხდება ზუსტად ამ ნამოხვანში, ეს ხდებოდა პანკისში და ნებისმიერ ადგილას, სადაც ნებისმიერი ზომის ჰესის აშენებაზეა ლაპარაკი. არ უნდა რუსეთს შენი ენერგოდამოუკიდებლობა, არ უნდა წელიწადში მინიმუმ 200 მილიონი დოლარის დაკარგვა და აამოქმედებს ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდება, პირდაპირი აგენტურიდან დაწყებული, "სასარგებლო იდიოტებით" დამთავრებული, აბა რას იზამს?? ამ დროს კი ჩვენ ისიც კი ვერ მოგვიხერხებია, რომ უშიშროების დისკრედიტაციის პოლიტიკურ კამპანიას რამე ხეირიანი დავუპირისპიროთ, სტრუქტურის გაძლიერებას ვინ ჩივის".

Ninja ეეჰ,
3 წლის უკან
amo თაკო ჩარკვიანო სად ხართ, გამოთქვით თქვენი კოპენტენრური აზრი.
3 წლის უკან