ალექსანდრე თვალჭრელიძე: ნამახვანჰესის ტერიტორიაზე არცერთი სასარგებლო წიაღისეულის გამოვლინებაც კი არ არსებობს

ალექსანდრე თვალჭრელიძე: ნამახვანჰესის ტერიტორიაზე არცერთი სასარგებლო წიაღისეულის გამოვლინებაც კი არ არსებობს

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს, რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს.

„ურანის არცერთი საბადო არ უკავშირდება მოძრავ სტრუქტურებს, ეს არის ბაქნური სტრუქტურები. საქართველო ურანის არშემცველი პროვინციაა. მეტიც - ნამახვანჰესის ტერიტორიაზე არცერთი სასარგებლო წიაღისეულის გამოვლინებაც კი არ არსებობს“ - აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა წიაღის ეროვნული სააგენტოც და მას დეზინფორმაცია უწოდა.