პსჟ-ის შემტევმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს თანაგუნდელი კილიან მბაპეს შესახებ გაუზიარა შთაბეჭდილება.
„კილიანმა მასწავლა როგორ ვიყო „ფრანგი.“ ამიხსნა რა არის ფრანგული მენტალიტეტი. ამისთვის დიდი მადლობა მას. ძალიან კარგი ადამიანია, ყურადღებიანი, თავაზიანი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი.
უნდა ნახოთ ვარჯიშის დროს როგორია. მისი სისწრაფე, არაჩვეულებრივი დრიბლინგი, საფეხბურთო ინტელექტი შესანიშნავია. ის ჩვენი ოქროს ბიჭუნაა.“ - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Goal.